Pages

Wednesday, July 24, 2013

ეკონომისტები ლარში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებას დადებითად აფასებენ


„კომერსანტის“ გამოკითხული ეკონომისტები ლარში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებას დადებითად აფასებენ. შეგახსენებთ: ეროვნული ბანკი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის რეკომენდაციით დოლარიზაციის მასშტაბების შესამცირებლად  პირველად იწყებს ლარში ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. 


ანალიტიკურ პორტალ BPI.ge–ს დირექტორი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და საქართველოშიც დოლარიზაციის შემცირების მიზნით შედეგიანი იქნება. 

ირაკლი ლექვინაძის თქმით, მიუხედავად მიმდინარე წლის ეკონომიკური შეფერხებებისა, დაფიქსირებული ტრენდები ხელს არ უშლის ლარში პირველი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას და ეს გადაწყვეტილება დროულია.

მისივე განცხადებით, ბანკებს ამ დროსათვის ჭარბი ფული აქვთ და ფასიანი ქაღალდების გამოშვება ამ ფულის ეკონომიკაში ინვესტირებას შეუწყობს ხელს.

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ხელმძღვანელის განცხადებითაც ლარში ბონდების გამოშვება ქვეყნის შიგნით ინვესტირების სტიმული გახდება. თუმცა, რამაზ გერლიანი ამბობს, რომ  ეს პროცესი სხვა ეკონომიკური აქტივობებითაც  უნდა იყოს გამყარებული.  მისი შეფასებით, ლარში ფასიანი ქაღალდები მთავრობას  მისცემს საშუალებას  არსებული თავისუფალი ფინანსური რესურსი საქართველოსკენ მომართოს.

No comments:

Post a Comment