Pages

Friday, July 12, 2013

საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები

"საქართველოს რკინიგზის" 25 მილიონი ლარის ნომინალის ობლიგაციების მფლობელი 2 კომერციული ბანკი და 2 უცხოური საინვესტიციო ფონდი გახდა



თბილისი (GBC) - ”საქართველოს ბანკის” შვილობილმა საინვესტიციო-საბროკერო კომპანიამ BG Capital-ი კერძო შეთავაზების (არასაჯარო) გზით "საქართველოს რკინიგზის" 25 მლნ. ლარის (14 მლნ. აშშ დოლარი) ნომინალის ობლიგაციების (ვადა- 2 წელი, საპროცენტო განაკვეთი - 13,5%) განთავსება დაასრულა.

BG Capital-ის ცნობით, ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში კორპორაციული ობლიგაციების განთავსების პირველი და ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

კომპანიის ცნობით, ობლიგაციის ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა, შეთავაზებები იყო როგორც უცხოელი ინვესტორებისგან, ასევე საქართველოს კომერციული ბანკებისგან. ობილიგაციების მფლობელი 2 კომერციული ბანკი და 2 უცხოური საინვესტიციო ფონდი გახდა.

"საქართველოს რკინიგზას" განზრახული აქვს, რომ ამონაგებით დააფინანსოს მისი მთავარი სარკინიგზო ხაზის (თბილისი-ბათუმის) ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის პირველი ეტაპი, რაც მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შედგენას და ახალი ჩინური სამგზავრო მატარებლის მოდელის შეძენას საცდელი მიზნებისთვის.

No comments:

Post a Comment