პოლიტიკოსის პრიორიტეტი ხალხის კეთილდღეობა უნდა იყოს და არა საკუთარი სკამისთვის ბრძოლა. საზოგადოება აღარ შეიძლება იმ ადამიანებს ენდოს, ვინც 8 წლის განმავლობაში ქვეყანას ანგრევს. დაუსაქმებელი ადამიანების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ხელისუფლებამ დასაქმების სამინისტრო გამოიგონა. სად უნდა დაგვასაქმონ, როდესაც ქარხანა–წარმოებები განადგურებული და გაპარტახებულია?
– ჩვენი პარტია თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა კოალიციის წევრი არ არის. ჩვენ უმთავრეს და უპირველეს მიზნად ქვეყნის განვითარებას მივიჩნევთ, რაც გულისხმობს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, პიროვნულ განვითარებას. ქვეყნის ყოველმხრივი განვითარების გარეშე შეუძლებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და სრულფასოვანი დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრება, ადამიანის ცხოვრებითვის ღირსეული პირობების შექმნა. ჩვენ გთავაზობთ განვითარების იმგვარი გზის არჩევას, რომელიც ნაკარნახევია ქვეყნის წარსულითა და აწმყოთი, საქართველოს კულტურითა და ტრადიციებით, ქართველი ხალხის ინტერსებითა და მისწრაფებებით.
– საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ჩვენი განვითარების ბუნებრივი გზა არის ევროპული განვითარების გზა, რომელიც ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს ეყრდნობა, როგორიცაა: თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, თანამშრომლობა, კეთილმეზობლობა და ჰუმანიზმი. იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს არჩევანი არის ევროპული არჩევანი გულისხმობს არა ვინმეს მიმართ ბრმად მიბაძვას, არამედ პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ბედ-იღბალზე და თვითგანვითარებაზე ზრუნვას.იხილეთ გადაცემის ჩანაწერი
No comments:
Post a Comment