Pages

Friday, July 12, 2013

ქართული სადაზღვევო კომპანიები ვერ ახერხებენ (და არ ახერხებენ) ახალი სადაზღვევო პროდუქტების შემუშავებას და დანერგვას, ჩვენი ხელის

ბოლო წლების განმავლობაში სისტემატიურად, მასმედიის საშუალებები რეგულარულად ავრცელებენ ასეთი ტიპის ინფორმაციებს: “კახეთის რეგიონში ხანგრძლივმა გვალვამ გაანადგურა 6-7 ათასი ჰექტარზე მეტი ფართობის ნათესები”, “უამინდობის შედეგად დედოფლისწყაროს რაიონში ხორბლის ყანების 80%-ზე მეტი განადგურდა”, “უკვე ცნობილია, რომ გვალვისა და ჭარბი ნალექის გამო წელს საქართველოში ხორბლის მცირე მოსავალი მოვიდა”, “საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნა იტალიური კალიების მომრავლება, რომლებმაც გაანადგურეს ნათესები, მარცვლეული და სხვა ერთწლიანი კულტურები”.


მოკლედ რომ შევაჯამოთ, მიმდინარე სეზონზე საქართველოს ძირითად რაიონებში ხორბლის მიზერული მოსავალი აიღეს, რაც ძირითადად გვალვებით, იტალიური კალიების შემოსევით, არაკონდიციური სათესლე მასალის გამოყენების და სხვა ფაქტორების შედეგია.

თუმცა, დღევანდელი სიტუაცია არ არის ახალი, ასე ხდება ძალიან ხშირად, ზოგან მოსავალს გვალვა აფუჭებს, ზოგან - სეტყვა, ზოგან - კალია და ა.შ. გადაწყვიტავს ფერმერი ხორბლის ან მზესუმზირის მოყვანას, ისესხებს ფულს, დათესავს, მოუვლის, მაგრამ ერთხელაც წინასწარგაუთვლელი ბუნებრივი მოვლენის გამო ყველაფერი წყალში ეყრება, დაედება უზარმაზარი ვალები და კარგი მოგების მიღების ნაცვლად ცხოვრებაში სერიოზულ პრობლემებს აწყდება. ეს ადამიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანაზე აღარც იფიქრებს, ურჩევნია ისევ თბილისში ჩამოვიდეს და ვაჭრობაში მოსინჯოს ძალები ან საერთოდ საზღვარგარეთ წავიდეს ბედის საძებნელად.

ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა იქნება გაისად, მომავალ სეზონზე. ის ფერმერები, რომლებმაც წელს დიდი ზარალი ნახეს, ალბათ კარგა ხანს არ გაეკარებიან (თუ საერთოდ გაეკარნენ) ამ საქმეს. ის ფერმერები, რომელთაც მოსავალი გადაურჩათ, მომავალ წელსაც გააგრძელებენ საქმიანობას, მაგრამ უახლოესი წლების განმავლობაში ისინიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და სხვა საქმის ძიებას დაიწყებენ. ამასობაში ახალი, გამოუცდელი ფერმერები ჩაერთვებიან საქმეში, რომელთაც როდესღაც წინამორბედების ბედი ელით, რამდენიმე წელიწადში (როდესაც მწარე გამოცდილება გადაავიწყდებათ) ძველი ფერმერებიც ეცდებიან ძველ საქმეს დაუბრუნდნენ და ასე შემდეგ გაუთავებლად იტრიალებს ეს ციკლი, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ასე საქართველოში სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, დარგი, რომელიც პრიორიტეტულად ითვლება ქვეყნის ეკონომიკაში, რომელმაც უნდა დაასაქმოს და უზრუნველყოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის შემოსავლები. იგი დარჩება ყოველთვის არაპოპულარულ, მხოლოდ პრობლემების მომტან საქმიანობად.

ასეთი ტიპის შემთხვევებისთვის საქართველო გამონაკლისი არ არის, ყველგან ხდება მსგავსი ბუნებრივი მოვლენები, ყველგან ნადგურდება ან მცირდება მოსავალი, მაგრამ გონიერი ფერმერები საშვილიშვილო ვალებში არ ვარდებიან, რადგან უმეტეს ქვეყნებში განვითარებულია ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიცაა დაზღვევა, რომელზე უკეთესიც ჯერ არ გამოუგონიათ გაუთვალისწინებელი ბუნებრივი მოვლენების შედეგად შესაძლო დანაკარგების რისკების შესამცირებლად.

რამდენადაც სოფლის მეურნეობის დარგი საკმაოდ სპეციფიკურია, კერძოდ, დიდი სიძნელეებია რისკების შეფასების, კონტროლისა და ზარალის დაანგარიშების და ამ ყველაფრის გამო სადაზღვევო პრემია სოლიდურ ციფრამდე ადის, ქართული სადაზღვევო კომპანიები ვერ ახერხებენ (და არ ახერხებენ) ახალი სადაზღვევო პროდუქტების შემუშავებას და დანერგვას, ჩვენი ხელისუფლება კი არანაირად არ ერევა ამ პროცესების სტიმულირებაში.

5 March 2011

No comments:

Post a Comment