Pages

Friday, July 12, 2013

მსოფლიომ ნავთობის მოხმარება 2.18%-ით გაზარდა

26 March 2011 
ნავთობის მოხმარება მსოფლიოში 2010 წლის მონაცემებით 2009 წელთან შედარებით 1.85 მლნ ბარელით/დღეში ანუ 2.18%-ით გაიზარდა, ნათქვამია 11 მარტს გამოქვეყნებულ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკის) ყოველთვიურ მიმოხილვაში.

2010 წლის მონაცემებით მსოფლიო ეკონომიკის მოთხოვნამ ნავთობზე 86.39 მლნ ბარელი/დღეში შეადგინა. პროგნოზთან მიმართებაში, რომელიც გაკეთებული იყო წინა თვეში, ახალი პროგნოზული მაჩვენებელი 50 ათასი ბარელით გაზრდილია. ამასთან ერთად მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის მოთხოვნა ნავთობზე 2011 წელს 2010 წელთან მიმართებაში შეიძლება კიდევ 1.44 მლნ ბარელით ანუ 1.67%-ით გაიზარდოს და 87.83 მლნ ბარელი/დღეში შეადგინოს.
ნავთობის სადღეღამისო მოპოვების მოცულობა და აირის კონდესატი მსოფლიოში 2011 წლის თებერვლის მონაცემებით 88.08 მლნ ბარელი/დღეში შეადგინა, რაც 2010 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 550 ათასი ბარელით/დღეში გადააჭარბა.
2011 წელს ოპეკის ქვეყნების წილი მსოფლიო ნავთობის მოპოვებაში 34% შეადგენს. 2011 წლის თებერვალში ოპეკის 12 ქვეყანა (ერაყის ჩათვლით) მსოფლიო ბაზარს ყოველდღიურად ამარაგებდა საშუალოდ 30.016 მლნ ბარელ ნავთს/დღეში წინა წელთან შედარებით, როდესაც 29.906 მლნ ბარელი/დღეში მოიპოვებოდა.
ოპეკის წარმომადგენლები პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე წლის ორი თვის შედეგების მონაცემებით მოსალოდნელია, რომ საშუალო მოცულობა ნავთისა და აირის კონდესატის მოპოვებისა, ოპეკის გარეთ მყოფი ქვეყნების, 2011 წელს შეიძლება 52.79 მლნ ბარელი/დღეში შეადგინოს, რაც 520 ათასი ბარელით/დღეში გადააჭარბებს ნავთობის წინა წელთან შედარებით მოპოვებას.

ირაკლი ჯღარკავა

No comments:

Post a Comment