ვთვლით რომ ეკონომიკაში არსებობს ორი ფასი. პირველი – ფასი, რომლის ქვემოთაც კერძო სუბიექტი უარს ამბობს საქონლით ვაჭრობაზე და მეორე – ფასი, რომლის ქვემოთაც ვაჭრობაზე უარს ამბობს თვით სახელმწიფო, რის გამოც საქონელი (მომსახურებაც) იქცევა არასავაჭრო საქონლად. ეს კანონზომიერება ვრცელდება სოფლის მეურნეობაზეც, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.
განვიხილოთ გრაფიკი:
მოცემული გრაფიკის ჰორიზონტალურ ღერძზე მოცემულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რაოდენობა, ხოლო ვერტიკალურზე – ფასი. არის ფასი, რომლის ქვემოთაც კერძო სუბიექტები უარს ამბობენ მიწის გავიდვაზე, ხოლო არის ფასი, რომლის ქვემოთაც მოცემული დანიშნულების მიწების გაყიდვაზე უარს ამბობს სახელმწიფო. ვთვლით, რომ , რადგან კერძო პირი ქონებას უფრო მაღალ ფასში აფასებს ვიდრე სახელმწიფო (ამის მხარდამჭერად შეგვიძლია მოვიყვანოთ კანემანის თეორია), ასევე კერძო სუბიექტი ორიენტირებულია მოგებაზე, განსხვავებით სახელმწიფოსგან, რომელიც თუნდაც მინიმალურ ფასში ქონების გაყიდვაზე უარს არ ამბობს. თუმცა იმასაც ავღნიშნავთ, რომ არსებობს რაღაცა მინიმუმი, რომლის ქვემოთაც თვითონ სახელმწიფოც არ ყიდის თავის ქონებას. გრაფიკზე ეს ფასი არის _
როგორც ვიცით მთავრობამ გასაყიდად კომუნისტური რეჟიმის დაშლის შემდეგ გასაყიდად გამოიტანა უზარმაზარი რაოდენობის მიწები. ამ მიწოდებამ ფასი დაბლა დაწია და საბოლოო ანგარიშით დაიყვანა იმ მინიმუმამდე რის ქვემოთაც მიწას თვით მთავრობა არ ყიდის . როგორც კი ერთობლივი მოთხოვნის ზრდის შედეგად მიწის ფასი გაიზრდება, მაშინვე ჭარბი მიწოდება ბაზარზე ფასს ისევ დაბლა წევს. ეს პროცესი პერმანენტულ ხასიათს ატარებს და შესაბამისად გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი ემთხვევა -ს.
მრუდით მოცემულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ერთობლივი მოთხოვნა, არის ერთობლივი მიწოდების მრუდი. გრაფიკზე თავიდან წონასწორობა ნაჩვენებია 1 წერტილში. ამ წერტილში მიწების გამყიდველი არის სახელმწიფო, ხოლო კერძო ბაზარი ( დან -მდე) ფაქტიურად გამოთიშულია პროცესიდან (მცირე რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო! დანიშნულების მიწებს კერძო სუბიექტებიც ყიდიან, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა მისი გავლენა, რომ გრაფიკის აღქმისთვის მისი ასახვა არ არის სასურველი). თუ წონასწორობა ყალიბდება თავიდან 1 წერტილში, სადაც მიწის მიწოდება და მოთხოვნა ერთმანეთის ტოლია, მაშინ ბაზარზე სახელმწიფოს მიერ გასაყიდად პრივატიზებისთვის გამოტანილი მიწების მიერ შექმნილი ჭარბი მიწოდება არის.გრაფიკზე
ნაჩვენებია ერთობლივი მოთხოვნის ზრდის შედეგები. მრუდის ყოველ სემდგომ გადაადგილებას მარჯვნივ მოყვება ბაზარზე ჭარბი მიწოდება, რაც ფასს ინარჩუნებს მუდმივ დონეზე. ეს პროცესი გრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების სრულ ამოწურვამდე, ანუ -მდე. ერთობლივი მიწოდების მრუდი სახელმწიფო ქონების ამოწურვის ბოლო სეგმენტში სავარაუდოდ იქნება მომრუდებული, ანუ ვთვლიტ, რომ მტავრობაც თავის ბოლო მიწებს მინიმალურ ფასზე მაღალ ფასში გაყიდის. ამის შემდეგ უკვე -მდე გარიგება არ დგება მიწის ყიდვა-გაყიდვაზე. შესაბამისად ნებისმიერი მოთხოვნა მიწაზე ფასს პირდაპირ აწევს -ის ზევით. ამის შემდეგ უკვე გარიგებები ბაზარზე განხორციელბა ჩვეულებრივი მიწოდება-მოთხოვნის კანონიდან გამომდინარე. მოთხოვნის ყოველი ზრდა უკვე ზრდის ფასს. მას შემდეგ რაც მიწის ფასი გადააჭარბებს იმ კრიტიკულ ზღვარს რაც აუცილებელია იმ რესურსის მოსაზიდად რაც საჭიროა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, სოფლის მეურნეობა ხდება თვითგანვითარებადი დარგი.
აღსანიშნავია ის, რომ სახელმწიფო ქონების ამოწურვის შემდეგ, ანუ
წერტილიდან მიწოდების და მოთხოვნის ათვლა იწყება 0-იდან.
ჩვენს რეალობაში არსებობს გაორებული ბაზარი, ორი განსხვავებული ფასით, მოთხოვნაე მიწოდებით. პირველი ფასი – რომლის ქვემოთაც ვაჭრობაზე უარს ამბობს თვით სახელმწიფო, მეორე ფასი რომლის ქვემოთაც კერძო სუბიექტი უარს ამბობს საქონლით ვაჭრობაზე და რის გამოც საქონელი (მომსახურებაც) იქცევა არასავაჭრო საქონლად. ეს კანონზომიერება ვრცელდება ყველა ეკონომიკურ აქტივზე მათშორს მიწაზეც. (მათშორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე)
განვიხილოთ გრაფიკი: (გრაფ: 3.4.)
მოცემული გრაფიკის ჰორიზონტალურ ღერძზე მოცემულია აქტივების (ჩვენს შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო მიწების) რაოდენობა, ხოლო ვერტიკალურზე – ფასი. Pმინ-მ არის ფასი, რომლის ქვემოთაც კერძო სუბიექტები უარს ამბობენ მიწის (აქტივის) გაყიდვაზე, ხოლო Pმინ-გ არის ფასი, რომლის ქვემოთაც მოცემული დანიშნულების მიწების გაყიდვაზე უარს ამბობს სახელმწიფო. ვთვლით, რომ Pმინ-გ > Pმინ-მ, რადგან კერძო პირი ქონებას უფრო მაღალ ფასში აფასებს ვიდრე სახელმწიფო, (და ამას ადასტურებს ჩვენი პრაქტიკული კვლევა), ასევე კერძო სუბიექტი ორიენტირებულია მოგებაზე, განსხვავებით სახელმწიფოსგან, რომელიც თუნდაც მინიმალურ ფასში Pმინ-გ ქონების გაყიდვაზე უარს არ ამბობს. თუმცა იმასაც ავღნიშნავთ, რომ არსებობს რაღაცა მინიმუმი, რომლის ქვემოთაც თვითონ სახელმწიფოც არ ყიდის თავის ქონებას. გრაფიკზე ეს ფასი არის _ Pმინ-გ .
როგორც ვიცით მთავრობებმა პსტსაბჭოტა სივრცეში გასაყიდად კომუნისტური რეჟიმის დაშლის შემდეგ გამოიტანა უზარმაზარი რაოდენობის (ქონება, აქტივები) მიწები. ამ მიწოდებამ ფასი დაბლა დაწია და საბოლოო ანგარიშით დაიყვანა იმ მინიმუმამდე რის ქვემოთაც მიწას (აქტივებს) თვით მთავრობა არ ყიდის Pმინ-გ. როგორც კი ერთობლივი მოთხოვნის ზრდის შედეგად ფასი გაიზრდება, მაშინვე პირველად ბაზარზე ჭარბი მიწოდება ფასს ისევ დაბლა წევს რაც ზეგავლენას ახენს იძულებით და მეორადი ბაზრის ფასებზე (რაც ასევე იზულებითი ბაზრის მაგალითზე კვლევამ გავაბნახა). ეს პროცესი პერმანენტულ ხასიათს ატარებს და შესაბამისად გრძელვადიანი პერიოდის ერთობლივი მიწოდების მრუდი ემთხვევა Pმინ-გ -ს.
AD1 მრუდით მოცემულია (აქტივებზე) სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ერთობლივი მოთხოვნა, Pმინ-გ არის ერთობლივი მიწოდების მრუდი. გრაფიკზე თავიდან წონასწორობა ნაჩვენებია 1 წერტილში. ამ წერტილში ,,პირველად ბაზარზე” და “იძულებით ბაზარზე” (აქტივების) მიწების გამყიდველი არის სახელმწიფო, ხოლო კერძო ანუ ,,მეორადი ბაზარი” (Pმინ-გ დან Pმინ-მ -მდე) ფაქტიურად გამოთიშულია პროცესიდან (მცირე რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს კერძო სუბიექტებიც ყიდიან, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა მისი გავლენა და მასშტაბები, რომ გრაფიკის აღქმისთვის მისი ასახვა არ არის სასურველი აგრეთვე ეს გარიგებები ხორციელდება Pმინ-მ -ზემოთ). თუ წონასწორობა ყალიბდება თავიდან 1 წერტილში, სადაც მიწის მიწოდება და მოთხოვნა ერთმანეთის ტოლია, მაშინ ბაზარზე სახელმწიფოს მიერ გასაყიდად პრივატიზებისთვის გამოტანილი მიწების (აქტივების) მიერ შექმნილი ჭარბი მიწოდება Qშ1 - QD1 არის, გრაფიკზე ნაჩვენებია ერთობლივი მოთხოვნის ზრდის შედეგები.
AD მრუდის ყოველ შემდგომ გადაადგილებას მარჯვნივ მოყვება ბაზარზე ჭარბი მიწოდება, რაც ფასს ინარჩუნებს მუდმივ Pმინ-გ დონეზე. ეს პროცესი გრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების სრულ ამოწურვამდე, ანუ Qგ-მახ-მდე.
ერთობლივი მიწოდების მრუდი სახელმწიფო ქონების ამოწურვის ბოლო სეგმენტში იქნება აღმავალი, ანუ ვთვლით, რომ სახელმწიფოც თავის ბოლო აქტივებს მინიმალურ ფასზე მაღალ ფასში გაყიდის. ამის შემდეგ უკვე Pმინ-მ -მდე გარიგება არ დგება მიწის ყიდვა-გაყიდვაზე ვინაიდან პირველადი ბაზარი თავისი მაშტაბურობიატ არ არსებობს. შესაბამისად ნებისმიერი მოთხოვნა მიწაზე (აქტივებზე) ფასს პირდაპირ აწევს Pმინ-მ - ის ზევით, მეორადი ბაზრის თავისუფალ PF 2 წონასწორულ ახალ წერტილში, აქტივებზე ფასის მყისიერ ზრდას Pმინ-მ დან PF-მდე ვუწოდეთ ,,ლიკვიდურობის თავისუფალი ნახტომი”.
ამის შემდეგ უკვე გარიგებები ბაზარზე განხორციელბა ჩვეულებრივი მიწოდება-მოთხოვნის კანონიდან გამომდინარე. მოთხოვნის ყოველი ზრდა უკვე ზრდის ფასს ან პირიქით. მას შემდეგ რაც აქტივის (მიწის) ფასი გადააჭარბებს იმ კრიტიკულ ზღვარს რაც აუცილებელია მის თავისუფალი ლიკვიდურობისთვის იმ რესურსის მოსაზიდად რაც საჭიროა აქტივის თვითინვესტირებისთვის და განვითარებისათვის, ეკონომიკა (სოფლის მეურნეობა) ხდება თავისუფლად თვითგანვითარებადი.
აღსანიშნავია ის, რომ სახელმწიფო ქონების ამოწურვამდე მთელი პირველადი ბაზრის ფუნქციონირებისას Qგ-მახ მიისწრაფის 0-საკენ, სახელმწიფო ქონების (მიწის, აქტივების) ამოწურვის შემდეგ Qგ-მახ ხდება ნულოვანი (თითქმის ნულის ტოლი), ხოლო თავისუფალ ,,მეორად ბაზარზე” მიწოდების და მოთხოვნის ათვლა იწყება 0 წერტილიდან.
No comments:
Post a Comment