28.03.2014 14:16
,ეკონომიკური პოლიტიკს ექსპერტთა ცენტრმა“ ,,საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება პროგრამის“ ეგიდით, უკვე დაიწყო საარსებო მიმინუმის კვლევა, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს შრომისუნარიან მამაკაცზე სასურსათო და არასასურსათო მინიმუმების ოდენობა.
საკითხთან დაკავშირებით დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო საქართველოში არსებული საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის შესახებ სავარაუდო შენიშვნებისა და შესწორებების მომზადება, არსებულ საკითხთან დაკავშირებით პროექტში ჩართული ექსპერტების მიერ შემუშავებული კალათის წარდგენა–განხილვა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებების გაზიარება და არასასურსათო კალათის შემადგენლობაზე შეჯერება, სასურსათო კალთის ფარდობის დადგენა არასასურსათო კალათასთან.
როგორც ცენტრის პრეზიდენტმა რამაზ გერლიანმა განაცხადა, უნდა გადაიხედოს ის მეთოდოლოგია, რომელის უკავშირდება სააარსებო მინიმუმის დათვლის განშლადობას, ანუ საარსებო მინიმუმის დათვლა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა ხუთი ქალაქის მიხედვით, როგორც ეს დღემდე ხდება.
,,ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შრომისუნარიან მამაკაცს სჭირდება მინიმუმ 2500 კილოკალორია, ეს საკმარისი არგუმენტია, რომ გადაიხედოს მინიმალური სასურსათო კალათა“, _ განაცხადა რამაზ გერლიანმა. ის მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს საარსებო მინიმუმში სასურსათო და არასასურსათო კალათის პროცენტული წილები და 70–30 პროცენტის ნაცვლად გადანაწილდეს 55–45 პროცენტად.
ცენტრში ფიქრობენ, რომ საქართველოში სურსათის ფასს ახასიათებს სეზონურობა და უმჯობესი იქნება, თუ იარსებებს სეზონური, ზამთრის და ზაფხულის მინიმალური სასურსათო კალათა.
ორგანიზაციას მზად აქვს ვირტუალური სამომხმარებლო კალათა, სადაც ხუთ კატეგორიაზეა გადანაწილებული თანხები, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ დღევანდელი პროპორციები არ შეესაბამება რეალობას.
,,საარსებო მინიმუმის საბოლოო ციფრის დასახელება არ შეიძლება, სანამ პროექტის მეორე ეტაპს არ განვახორციელებთ და რეგიონებში არ დავითვლით 10 უმსხვილეს ბაზარს“, _აღნიშნა გერლიანმა.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ ექიმთა კავშირის, საქსტატის, საინვესტიციო კომპანიის, საქართველოს კონსტიტუციიური სამართლის ლიგის, ადამიანური რესურსების განვითარების ფონდის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ლიზი არსოშვილი
No comments:
Post a Comment