Pages

Thursday, March 20, 2014

მრგვალი მაგიდა საარსებო მინიმუმის თემაზე

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“, პარასკევს, 2014 წლის 28 მარტს, 11 საათზე, გიწვევთ საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში- (“EMW-G-PAC”)-ის მიერ დაფინანსებული პროექტის სამუშაო განხილვაზე დასასწრებად. მრგვალი მაგიდა  გაიმართება თემაზე: საქართველოში საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის კვლევა - მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობის ოპტიმიზაცია და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება. 

მრგვალი  მაგიდის მიზანი:
 განხილვის თემა იქნება საქართველოში არსებული საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის შესახებ სავარაუდო შენიშვნებისა და შესწორებების მომზადება, არსებულ საკითხთან დაკავშირებით პროექტში ჩართული ექსპერტების მიერ შემუშავებული კალათის წარდგენა–განხილვა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებების გაზიარება და საბოლოო არასასურსათო კალათის შემადგენლობაზე  შეჯერება და სასურსათო კალთის ფარდობის დადგენა არასასურსათო კალათასთან.

მრგვალ მაგიდაზე  მოწვეულები  იქნებიან და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო, სამეცნიერო კვლევითი და სახელმწიფო სექტორის  წარმმადგენლები.


ღონისძიება გაიმართება:
საჯარო პოლიტიკის , ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში- (“EMW-G-PAC”)-ის ოფისში
მისამართი:
მარჯანიშვილის ქ. 5 III სართული

თბილისი 0102 საქართველო

No comments:

Post a Comment