Pages

Friday, March 28, 2014

საარსებო მინიმუმის გადახედვასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

“ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტის რამაზ გერლიანის თქმით, საარსებო მინიმუმი არასრულყოფილია და გადახედვას საჭიროებს. 

გერლიანის თქმით, საარსებო მინიმუმში უნდა გაიზარდოს არასასურსათო კალათის პროცენტული წილი და სასურსათო კალათა სეზონური უნდა გახდეს.

“დღესდღეობით არის 147 ლარი საარსებო მინიმუმი, 110 ლარი მოდის სასურსათო კალათაზე, სხვა დანარჩენზე კი გათვლილია 40 ლარი მაშინ, როდესაც სხვა დანარჩენზე იგულისხმება კომუნალური გადასახადი, ტრანსპორტი, მინიმალური საოჯახო აფთიაქი და სხვა. ეს ძალიან მცირეა, ამიტომ საარსებო მინიმუმი გადახედვას საჭიროებს. ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ კვლევა, რის შედეგადაც გამოიკვეთება ის პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც უნდა დადგინდეს შრომისუნარიან მამაკაცზე სასურსათო და არასასურსათო მინიმუმის ოდენობა. ასევ ჩვენ ვმუშაობთ სასურსათო კალათის შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხული-ზაფხულის ვარიანტებზეც, რადგანაც შრომისუნარიანი მამაკაცისთვის სასურსათო კალათის მინიმუმზე ბუნებრივი მოთხოვნილება სეზონების მიხედვით იცვლება“, - განაცხადა გერლიანმა.

მისივე თქმით, “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ საქართველოს კვლევას ისეთYდიდ ქალაქებში ჩაატარებს, როგორიცაა თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული და ახალციხე.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაანგარიშებული მინიმუმი, მხოლოდ საქართველოს 5 ქალაქის მიხედვით შეიქმნა, ესენია - თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი.
http://pia.ge/show_news.php?id=9189&lang=geo
სოფო კაჭარავა

No comments:

Post a Comment