Pages

Saturday, March 1, 2014

ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ ეგიდით საარსებო მინიმუმის კვლევას იწყებს. პროექტის დასახელებაა: „საქართველოში საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის კვლევა - მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობის ოპტიმიზაცია და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება“.

მითითებული თემის აქტუალობა, პროექტში მონაწილე პროფესიონალების მტკიცებით, იმითაა განპირობებული, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი რეალურ ვითარებას არ შეესაბამება.
პროექტში მონაწილეებს ეკონომიკის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით კვლევების დიდი გამოცდილება გააჩნიათ, მათ შორის, მეცნიერულ-აკადემიურ დონეზეც, შესაბამისად, მათ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დახვეწის თვალსაზრისით, გარკვეული მონახაზი უკვე შემუშავებული აქვთ.

კვლევის საბოლოო ვარინტის წარმოდგენამდე, „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ინიციატივით, გაიმართება მრგვალი მაგიდა, სამუშაო შეხვედრები და დისკუსიები შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექსტორის წარმომადგენლებთან. შედეგად, აღნიშნული ორგანიზაცია რეალურ ინფორმაციას მასმედიის საშუალებით პერიოდულად გაავრცელებს და კვლევის საბოლოო დასკვნებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო უწყებებს რამდენიმე თვეში წარუდგენს.

No comments:

Post a Comment