„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“ საქართველოშიდადგენილ საარსებო მინიმუმს რეალობასთან შეუსაბამოს უწოდებს. ცენტრმა
საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა დასამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) ეგიდით საარსებო მინიმუმის კვლევა დაიწყო. როგორც„კომერსანტს“ ექსპერტთა ცენტრში განუცხადეს,მითითებული თემის აქტუალობა, პროექტში მონაწილესპეციალისტების მტკიცებით, იმითაა განპირობებული, რომსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი რეალურვითარებას არ შეესაბამება, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საქართველოს შრომის, ჯამრთელობის დასოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანებას.
„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრში“ აცხადებენ, საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისმეთოდოლოგიის დახვეწის თვალსაზრისით გარკვეული მონახაზი უკვე შემუშავებული აქვთ. ცენტრიაუცილებელად მიიჩნევს გადახედილ იქნას სადღეისოდ არსებული მეთოდოლოგია და მიდგომები, მათშორის მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა, რომელიც ცენტრის ექსპერტების თქმით,შემოიფარგლება 40 დასახელების პროდუქტით ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრში“ ამბობენ, რომ შრომისუნარიან მამაკაცზე კვებითიღირებულების დღიურ ნორმად მიჩნეულია 2300 კილო კალორია, რომელიც ჩამორჩება განვითარებულიქვეყნების ანალოგიურ ნორმებს და სტანდარტებს.
მათვე თქმით, დღევანდელი მიდგომით საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილიგანისაზღვრება 70%-ით. შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ს შეადგენს, რაც მიზანშეწონილი არ არის და სრულიად არ შეესაბამება სასურასთო და არასასურასთო კალათაში შემავალი საქონლისა დამომსახურების საჭირო კრებსით ღირებულებას. აგრეთვე სასურსათო პროდუქტის დიდი ნაწილისსეზონურობიდან გამომდინარე ცდომილების ალბათობაც მეტია. ამასთან, როგორც „ეკონომიკური პოლიტიკისექსპერტთა ცენტრი“-ში აცხადებენ, საარსებო მინიმუმი ითვლება მხოლოდ 5 ქალაქის ბაზრების მონაცემებითრაც არასაკმარისია რეალური საარსებო მინიმუმის დასადგენად, რადგან მინიმუმი მთელი ქვეყნისთვისააგათვლილი და ყველა რეგიონის ცენტრალალური ქალაქის ბაზრების მონაცემებია საჭირო. აქედანგამომდინარე პროექტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს 8 რეგიონის 10 ბაზრის პრაქტიკული კვლევა,რეალური საარსებო მინიმუმის დასადგენად.
„კვლევის გასაძლირებლად პერიოდულად, „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ინიციატივით,გაიმართება მრგვალი მაგიდები, სამუშაო შეხვედრები და დისკუსიები შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან,ექსპერტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექსტორის წარმომადგენლებთან, ცენტრისწარმომადგენელები, საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ინფორმაციას მასმედიის საშუალებითპერიოდულად გაავრცელებს და კვლევის საბოლოო დასკვნებს წარუდგენენ საზოგადოებას, აღმასრულებელ დასაკანონმდებლო უწყებებს“ – აცხადებენ ცენტრში.
პროექტის დასახელებაა „საქართველოში საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის კვლევა - მინიმალურისასურსათო კალათის შემადგენლობის ოპტიმიზაცია და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება“.
http://commersant.ge/?page=news&id=6990
No comments:
Post a Comment