Pages

Saturday, March 15, 2014

სტატია საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით გაზეთ "საქართველო და მსოფლიო"-ში

საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმედღის წინ სიხარულით გვამცნო, რომეკონომიკაში 6%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცარეალურად ყველაფერი გაძვირდა დაცხოვრება გაჭირდა. პენსიამ არ მოიმატა,საარსებო მინიმუმი, მიუხედავად იმისა,რომ ივანიშვილისთვისაც მიუღებელი იყოდა ირაკლი ღარიბაშვილმაცრამდენიმეჯერ ახსენა, რომ გადასახედია,მაინც ძველ ნიშნულზე დარჩა. უფრომეტიც, მისი გადახედვა არც იგეგმება,რადგან, როგორც აღმოჩნდა, დაუბეგრავიმინიმუმი საარსებო მინიმუმიდან გამოთვალეს.



«საქართველო და მსოფლიო» რამდენიმე დღის განმავლობაში არკვევდაბოლოერთი თვის განმავლობაში თუ რომელ მედიკამენტებზე და საკვებ პროდუქტებზემოიმატა ფასმააღმოჩნდარომ გაძვირებულა ყველაზე ხშირად მოხმარებადიწნევის წამლები: «ადელფანი» 75 თეთრი ღირდაახლა 95 თეთრი ღირს;, «ენაპაში» 3 ლარისა და 60 თეთრის ნაცვლად ახლა 5 ლარი ღირსასევე  კატასტროფულადგაზრდილია ძვირადღირებული წამლების ფასიცმაგალითად, «დიაბეტონი» 12ლარიდან 18 ლარამდე გაძვირდაასთმიანებისთვის სასიცოცხლო აეროზოლი«ბეროტეკი» _ 9 ლარიდან 14 ლარამდე და .

რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, 1 კგ კარტოფილი 80 თეთრის ნაცვლად 2 ლარიღირს, 1 კგ ლობიო 4 ლარის ნაცვლად _ 5 ლარი, 1 კილოგრამი მწვანილის ფასი კილარიდან 15 ლარამდე გაიზარდა. 10-15%-ით მოიმატა რძის პროდუქტებისა დაბურღულეულის ფასმა.

ცხოვრება გაჭირდაგაძვირდაბიძინა ივანიშვილის დაპირებული 100 საწარმო კიარსად ჩანს...

რატომ არ გადაიხედა საარსებო მინიმუმირა შედის სამომხმარებლო კალათაში?რამდენია ყოველდღიური აუცილებელი კილოკალორია? _ ამ და სხვამნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ ეკონომიკის ექსპერტთა ცენტრს ვეწვიეთ.

რამაზ გერლიანიეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

_ 2012 წლის ბოლოდან საუბრობდნენ, რომ გადასახედია საარსებო მინიმუმი, მაგრამ ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. საარსებო მინიმუმირომლითაც დღეს ხელისუფლებახელმძღვანელობსაბსურდულია. 2012 წლის ბოლოდან იგი არათუ გაიზარდა,პირიქით _ 150 ლარიდან 147 ლარამდე დაიყვანეს.

ჩვენ აქამდეც ვაწარმოებდით კვლევებს ამ მიმართულებით, მაგრამ ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებას სახსრები სჭირდება, ამიტომ ჩვენი პროექტი «ჯიპაკმა» დააფინანსა.

დღეს საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაც კი მიუღებელია. სამომხმარებლო კალათაში 40 დასახელების პროდუქტი შედის, რომლებიც საერთო ჯამში 2300 კილოკალორიას შეადგენს. მასში არ არის შეტანილი მწვანილი და ბოსტნეულის სახეობები, რომელთაც უღარიბესი ოჯახიც კი ყოველდღიურად მოიხმარს. უკანასკნელად «გადახალისებულ» სამომხმარებლო კალათაში 70% საკვებ პროდუქტს უჭირავს, ხოლო 30% _ სხვა დანარჩენს. 30%-ში შედის მედიკამენტები და პირველადი მოხმარების საგნები. აქედან ლოგიკურად ვიღებთ ასეთ სურათს: 110 ლარი ადამიანმა ყოველთვიურადუნდა იმყოფინოს საკვებზე, 40 ლარი კი _ კომუნალური გადასახადებისთვის,მგზავრობისთვისმედიკამენტებისა და აუცილებელი საყოფაცხოვრებო საგნებისშესაძენადსაქართველოშისადაც ყველაზე მეტად ინფლაცია პროდუქტებისფასებზე აისახებაასეთი გათვლა არარეალურია.

 პრობლემას ქმნის სეზონური პროდუქციაც, მათი ფასი სხვადასხვა დროს ცვალებადია, რაც სამომხმარებლო კალათაში გათვალისწინებული არ არის.

ამასთან, სტატისტიკოსები მონაცემებს მხოლოდ 5 ქალაქში ითვლიდნენ (თუ, რა თქმა უნდა, ითვლიდნენ). წესით, ასეთი მონაცემები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში უნდა დაითვალოს. ისეთი დიდი ქალაქებში, როგორებიცაა ზუგდიდი, გორი, ზესტაფონი, ბოლნისი და ა.შ. ახლანდელი საარსებო მინიმუმი არ არის დათვლილი. აქედან გამომდინარე, არსებული კალათა რეალობასთან ახლოს ვერ იქნება. ახლა ზუსტად ასეთი გეგმა გვაქვს _ ყველა რეგიონის ცენტრალური ქალაქების მონაცემები შევკრიბოთ.

უკანასკნელად როდის მოხდა სამომხმარებლო კალათის გადახედვა და დღეს რაუშლის ხელს ამ პროცესსახალი მთავრობის პროირიტეტი არჩევნებამდე ხომსწორედ ეს იყო?

_ საარსებო მინიმუმი 2003 წელს დადგინდა. მას მერე ამით რატომღაც არავინ  დაინტერესებულა.

ეკონომიკის ექსპერტთა ცენტრი შეეცადა, გადაემოწმებინა დღეს არსებული მონაცემები, რათა დაგვედგინა პროპორციები 70X30-ზე, ამისთვის შევქმენით ვირტუალური კალათა, რომელშიც შედის კომუნალური გადასახადები, მგზავრობის, მედიკამენტების, პირველადი მოხმარების საგნებისა და ტანსაცმლის ხარჯები, ასევე გავაკეთეთ საკვებზეც. ბევრად განსხვავებული მაჩვენებელი მივიღეთ, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ინფლაცია ძალიან საგრძნობია. საარსებო მინიმუმი ითვლება შრომისუნარიანი მამაკაცის მოთხოვნის მიხედვით. მოგახსენეთ, რომ ეს ვირტუალურად შექმნილი კალათაა, ამიტომ ციფრებს მაშინ დავდებთ, როდესაც უკვე რეალურად დავიწყებთ მუშაობას და ყველა დიდ ქალაქში ავიღებთ მონაცემებს. დარწმუნებულები ვართ, რომ სულ სხვა შედეგი გვექნება _ მივიღებთ ძალიან ცუდ სურათს.

აუცილებლად გვექნება შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეკონომიკურ გუნდთან და, ალბათ, მათგან მოვისმენთ არგუმენტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

თქვენ კილოკალორიები ახსენეთრამდენ კალორიას უნდა იღებდესყოვედღიურად შრომისუნარიანი ადამიანიროგორ არის ეს გათვალისწინებულისამომხმარებლო კალათაში?

_ კალათაში კალორიულობის აწევის მიზნით ყველაზე მეტი პურის მოხმარებაა გათვალისწინებული, სამაგიეროდ დაბალია ხორცისა  და სხვა ძვირადღირებული საკვები პროდუქტების მოხმარება. 2300 კილოკალორიარომელიც შეიძლება ადამიანმამხოლოდ პურის ჭამითაც მიიღოსარაა საკმარისი იმისთვისრომ კავკასიელიმამაკაცი შრომისუნარიანი იყოსთუმცა ამაზეც იყო დავასაკანონმდებლოორგანოში ამბობდნენრომ 1800 კკალ საკმარისიაო.

აპრილის ბოლოს ჩვენ უკვე შევძლებთ ყველა მონაცემის დადებას, რომელთაც აუცილებლად მივაწვდით შესაბამის ორგანოებს, გავაცნობთ მედიასაშუალებებს და არასამთავრობოებს. სასურველია, რომ მანამდე შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია.

ფინანსთა სამინისტროს საარსებო მინიმუმის საკითხში თავის წვლილი ვერ წარმოუდგენია, მაგრამ ჩვენ გვიჩნდება ლოგიკური კითხვა _ რის საფუძველზე შემოიღეს დაუბეგრავიმინიმუმი თუ მათ არ დაუთვლიათ საარსებო მინიმუმი? 1800 ლარირომელიცდაუბეგრავია 150 ლარის თორმეტჯერადია და ეს შემთხვევითი არ არის,რამდენადაც ვიციკანონში ეს თანხა იმიტომ ჩაიწერარომ საარსებო მინიმუმმაგანაპირობარაც კიდევ ერთი დიდი შეცდომაა.

 კანონში ლარებზე ლაპარაკი არ შეიძლება. კანონში უნდა ჩაწერილიყო ასე _ დაუბერგარვი მინიმუმი საარსებო მინიმუმის თორმეტჯერადი იქნება, რადგან ციფრები მუდმივად იცვლება.

თქვენი საუბრიდან ჩანსრომ ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება,რადგან დაუბეგრავ მინიმუმს უკვე წერტილი დასმული აქვს.

_ შესაძლოა, არჩევნებს დაელოდებიან. ჩვენ ამ 1800 ლარით მაშინვე დავინტერესდით და ვიკითხეთ, რატომ მაინცდამაინც 1800 ლარი? პასუხი ვერ გაგვცეს.

ამირან კაპანაძეეკონომისტი:

კილოკალორიების თემას დავუბრუნდეთსხვა ქვეყნებში როგორ არის?რამდენია იქ დღიური ნორმა და რამდენად ჩამოვრჩებით ჩვენ?

_ სასურსათო უსაფრთხოების პროგრამებზე ხშირად მიმუშავია. 2300 კილოკალორია,რომელიც ჩვენთან დადგენილი ყოვედღიური ნორმააყველაზე ქვედა ზღვარიაიმისთვისრომ ადამიანმა სიცოცხლის უნარი შეინარჩუნოსლაპარაკი არ არისშრომისუნარიანობაზესრულფასოვნებაზეეს არის სიღარიბის ის ზღვარი,რომლის ქვემოთ ადამიანი ვეღარ იარსებებს. 2003 წლის შემდეგ არც კალორიებისდათვლა შეცვლილა.

განვითარებულ ქვეყნებში 2800 კილოკალორია პასიურად მცხოვრები ადამიანის რაციონია, ანუ იმის, ვინც არ მუშაობს, მაგრამ საღად აზროვნება სურს. ვინც კარგად ცხოვრობს, მისი ყოველდღიური კილოკალორია 3200-ს შეადგენს. ნებისმიერ განვითარებად ქვეყანაში კი 2700 კილოკალორია დადგენილი ნორმაა. კალორიებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მინერალები ადამიანისთვის. ამაზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აუცილებლად უნდა მუშაობდნენ.

იოსებ არჩვაძესტატისტიკოსი:

თქვენ წინა ხელისუფლების სტატისტიკური მონაცემებისადმი გულგრილმიდგომაზე ხშირად საუბრობდითროგორი ვითარებაა დღეს და არის თუ არაახლი ხელისუფლება ამ მეტად მნიშვნელოვანი სამსახურის განვითარებითდაინტერესებული?

_ ის, რასაც წლების წინ ვამბობდი, დღესაც აქტუალურია. სტატისტიკურ მონაცემებში არაფერი შეცვლილა. სტატისტიკური სამსახური მაშინ არის მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც მას თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა აქვს. მეოთხედი საუკუნეა, ამ სამსახურში არავინ დაწინაურებულა.

სტატისტიკის სამსახურმა დღეს ფორმალური დამოუკიდებლობა მიიღო, მაგრამ, დამოუკიდებლად მუშაობა რომ შეძლოს, ამისთვის საჭიროა სტატუსი, დაფინანსება და ხელმძღვანელის კარგი რეპუტაცია, მან უნდა შეძლოს სტატისტიკის დაცვა ზეწოლისგან.

ბატონო სოსოამბობენრომ ეკონომიკა 6%-ით გაიზარდაოეს ბევრია თუ ცოტა?არის თუ არა ეს ციფრი იმხელარომ თითოეული მოქალაქის ყოფას სასიკეთოდდაეტყოს?

_ პროცენტი რაც უფრო მაღალი იქნება, უკეთესია, მაგრამ ამას იგრძნობს ის კატეგორია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ 6%-ის ფორმირებაში და იგრძნობს მაშინ, როდესაც ვნახავთ, თუ რა სახსრები წამოვა ბიუჯეტიდან სოციალურ პროგრამებზე. ბიუჯეტში ყოველი ერთი ლარიდან 25 თეთრი გათვლილია დახმარებაზე. 6%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ ბიუჯეტში მშპ-ს მატების 1,5% გვექნება. შედარებისთვის გეტყვით: ჩვენი ბიუჯეტისმთლიანი ხარჯებიდანრომელშიც შედის საგადასახადო შემოსავლებისაგარეოდა საშინაო ვალებიჯამში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 1100 დოლარიმოდისმაშინროცა ეს ისრაელში 13000 დოლარიაამერიკაში _ 20000. ასე რომ,საქართველოში წარმოუდგენელია სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება.საქართველოს სჭირდება ორციფრიანი ეკონომიკური ზრდასხვანაირადმოსახლეობას ეს სასიკეთოდ არ დაეტყობა.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

No comments:

Post a Comment