Pages

Friday, November 8, 2013

ფოთში დევნილი მოქალაქეების უფლებები ირღვევა

მიუხედავად ქალაქ ფოთის "სასწავლო ცენტრში" მცხოვრები დევნილების 100 ოჯახის დიდი წინააღმდეგობისა, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის წევრების, კერძოდ საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბაბილუას და ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავჯდომარის გიორგი შამუგიას პირდაპირი ზეწოლის შედეგად, რომლის დროსაც გამოყენებული იყო კრიმიმინალური პოლიციის ძალები, მოხდა დევნილების კუთვნილ ეზოში შეჭრა, ეზოს ნაწილის დანგრევა ხეების ჭრა.

სამწუხაროა რომ დევნილების არაერთი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფოს სხვა და სხვა უწყებიდან, მათ შორის ეკონონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
სად არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ? რატომ არ იყო ჩართული ამ საკითხის გადაწყვეტაში დევნილთა და განსახლების სამინისტრო? რატომ მოხდა დევნილების არაერთი შეურაცყოფის და მათზე ზეწოლის ფაქტი? რატომ ხდება ქალაქ ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კერძო კომპანიის ინტერესების დაცვა და მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფა?




No comments:

Post a Comment