Pages

Monday, November 25, 2013

ექსპერტი რამაზ გერლიანი: ექსპორტთან შედარებით საგარეო ვალის მოცულობა 2–ჯერ მეტია, რაც კატასტროფაა

ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ დამატებითი საგარეო ვალის აღების გარეშე საქართველოს მთავრობა მომავალ წელს სოციალური ვალდებულებების გასტუმრებას ვერ შეძლებს.



რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5

„კომერსანტის“ გამოკითხულ ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ დამატებითი საგარეო ვალის აღების გარეშე საქართველოს მთავრობა მომავალ წელს სოციალური ვალდებულებების გასტუმრებას ვერ შეძლებს. 

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზოგადად საგარეო ვალი არ წარმოადგენს პრობლემას, მთავარია როგორ იქნება დახარჯული. რამაზ გერლიანის განმარტებით, წინა მთავრობის დროს აღებული საგარეო ვალი რეალურ ეკონომიკაში არ გამოიყენებოდა და შედეგად ვალის მოცულობა იზრდებოდა.

ექსპერტის თქმით,  დღეს საგარო ვალი 4,2 მილიარდს შეადგენს და ახალი მთავრობა მილიარდ 400 ათასის დამატებით აღებას გეგმავს. მისი თქმით, ეს შექმნილ ჩიხურ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია, თუმცა მთავრობას სწორი ეკონომიკური პოლიტიკით შეეძლო ბიუჯეტი ასეთი დეფიციტური არ ყოფილიყო. გერლიანის თქმითვე, დღეს 9 მილიარდიანი ბიუჯეტიდან მილიარდ 400 ათასი საგარეო ვალით იქნება, ხოლო დამატებით 600 მილიონი საგარეო ვალის მომსახურებისთვის იქნება საჭირო.

ექსპერტი ამბობს, რომ ექსპორტთან შედარებით საგარეო ვალის მოცულობა 2–ჯერ მეტია, რაც კატასტროფაა. მთლიანი ვალდებულებები, რაშიც საშინაო ვალი და კერძო სტრუქტურების ვალდებულებები იგულისხმება, 12 მილიარდს აღწევს.

No comments:

Post a Comment