Pages

Friday, November 8, 2013

თვითმართველობის კოდექსის განხილვა

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამაზ გერლიანმა და ქეთევან კრიალაშვილმა მონაწილეობა მიიღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ახალი თვითმართველობის კოდექსის განხილვას ეხებოდა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ექსპერტებს თვითმმართველობის კოდექსი გააცნო. კოდექსის პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა და მას მინისტრი დავით ნარმანია, მისი პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, ექსპერტები და თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ნარმანიას განცხადებით, კოდექსის თანახმად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად დღეს არსებული 5 თვითმმართველი ქალაქისა, ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 000-ზე მეტია. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან კი ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. დავით ნარმანიას თქმით, ასევე განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს. "კოდექსით ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა რეალური საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. ასევე გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რეფორმის შედეგად მოხდება ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და სოფლების სწორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაუახლოვდება საკუთარ მოსახლეობას, რაც გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობის დონეს ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტის პროცესში", - განაცხადა დავით ნარმანიამ

No comments:

Post a Comment