2013 წლის 2 ნოემბერს რეი ლაით ტვ–ს პრესკლუბში ორგანიზაცია გამართავს ბრიფინგს თემაზე: ქ.ფოთში არსებულ
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარე საგზაო–სარკინიგზო მაგისტრალის ინფრასტრუქტურული
სამშენებლო სამუშაოები.დრო: 11:00
კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური „APM TERMINALS POTI“ ახორციელებს ქ. ფოთის ჯავახიშვლის ქუჩაზე საგზაო-სარკინიგზო მაგისტრალის ინფრასტრუქტურულ სამშენებლო სამუშაოებს, აღსანიშნავია, რომ მოცემული მაგისტრალი მოიცავს ფოთის თავისუფალ ინდუტრიულ ზონასთან მისასვლელ გზას, ამრიგად თავისუფალ ინდუსტრულ ზონებთან დაკავშიებით ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერთა ცენტრის მიერ კვლევის ჩატრებისას გამოკიეთა ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება შესაბამისი საგზაო პროექტის განხორციელებისადმი. ქ. ფოთის ჯავახიშვლის ქუჩაზე საგზაო-სარკინიგზო მაგისტრალის ინფრასტრუქტურულ სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს „სასწავლო ცენტრი“-ს საცხოვრებელი კორპუსები №1; №2 ტერიტორიაზე, რომელშიც დღესდღეობით ცხოვრობს 100 ოჯახი. მოსახლეობასთან გასუბრების შემდგომ ირკვევა, რომ ამ ფაქტან დაკავშირებით მოსახლეობა ჯეროვნად არ იყო ინფორმირებული და პროექტის გაცნობისა შემდგომ მათი სრული უმრავლესობა ეწინააღმდეგება მშენებლობის განხორციელებას, რამე თუ მიიჩნევენ რომ აღნიშნული მაგისტრალი გააუარესებს მათ საცხოვრებელ გარემოს,ზიანს მიაყენებს საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობას და გამოიწვევს დამატებით სხვა პრობლემებს. აღსანიშნავია, რომ მოცემული მაგისტრალი რომელმაც უნდა დააკავშიროს ქ. ფოთის ნავსადგური და სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალი, გეგმის მიხედვით გადის კორპუსებისგან 5 დან 3,5 მეტრის დაშორებით. აღნიშნულ ფაქტთან დაკაშირებით აგვისტო–სექტემბერში მოსახლეობამ მიმართა წერილობით – ფოთის მუნიციპალიტეტს, ფოთის პორტს, ეკონომიკის სამინისტროს ა,შ. სხვადასხვა უწყებას , მიუხედავდ პასუხის გასაცემად ყველა ვადის გასვლისა, დღემდე არა არსებობს წერილობიათი პასუხები, ხოლო სიტყვიერად მიმდინარეობს ზეწოლა მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე და მათ აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე. დევნილთა მხრიდან დასახელდა არაერთი გვარი, რომლებიც ცდილობენ აღნიშნული პროცესის მიჩქმალვას, ეს გვარები ბრიფინგის მიმდინარეობისაც დასახელდება შესაბამის კავშირებთან ერთად.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა აღნიშნული პროცესის შესწავლა და შესაბამისი კომისიის შექმნა, რათა დაუყოვნელივ იქნას დაცული მოქალაქეების ინტერესები საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ კერძო საკუთრების პირდაპირი თუ ირიბი ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. აგრეთვე შესაბამისი ანალიზის შედეგად ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერთა ცენტრს გააჩნია ალტერნატიული წინადადება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოსახლეობას და პროექტის შემსრულებლეს შორის მედიაციის გზით თანხმობის მიღწევა.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერთა ცენტრი თვლის, რომ ნებისმიერი ეკონომიკური პროექტი, იქნება ეს თავისუფელი ინდუსტრიული ზონა, თუ სხვა სახის სტრუქტურა, ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეთა კეთილდღეობას და არა პირიქით – აუარესებდეს მათ მდგომარეობას, როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალური გარემოს თვალსაზრისით.
განმცხადებლები: ქეთევან კრიალაშვილი,
რამაზ გერლიანი
მოსახლეობის სახელით ისაუბრებს ოთარ
იოსელიანი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, რაც ადასტურებს საჯარო მოხელეთა
მხრიდან საკითხისადმი გულგრილ დამოკიდებულებას და ხშირ შემთხვევაში თავის არიდებასაც.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კრიალაშვილი,
595857700
No comments:
Post a Comment