Pages

Friday, November 8, 2013

რადიო კომერსანტი, გადაცემის თემა: მთავრობის ერთწლიანი მუშაობის შეჯამება

გადაცემის თემა: მთავრობის ერთწლიანი მუშაობის შეჯამება
გადაცემის სტუმრები: დავით ნარმანია, რამაზ გერლიანი, ნოდარ ჭიჭინაძე

დავით ნარმანია : დიდი მადლობა, რომ მომეცა საშუალება შევაფასო მთავრობის საქმიანობა. მთავრობამ მიუხედავად ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ხელშეშლისა პრეზიდენტის მხრიდან, მიუხედავად ხელშეშლისა წინა ხელისუფლების საჯარო მოხელეების მხრიდან, მთავრობამ
ბევრი რამის კარგად გაკეთება შეძლო. იყო საკითხები, რომელიც ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა, მაგრამ ამ მიმართულებითაც პროგრესი არის. მე ხაზს გავუსვამდი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას, რაც ძველი ხელისუფლების მივიწყებული სოფლის ფეხზე დაყენებას გულისხმობს. გაცემულია 205 საწარმოზე იაფიანი კრედიტი. ასევე სოციალური დაცვის თვალსაზრისით პროგრესზეა საუბარი, დაზღვევის პროგრამა და პენსიაა გაზრდილი. წარმატებაა თანაინვესტირების 6 მილიოარდიანი ფონდი, რომელიც რამდენიმეთვანი მუშაობის შემდეგ დაფუძნდა.
შესაძლოა 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ჩვენთვის ბიუჯეტის დაფინანსება კიდევ გაიზარდოს, თუმცა არსებული ბიუჯეტის პირობებშიც, ყველა პრიორიეტეტი იქნება დაფინანსებულ და გაგრძლეებული.
არჩევნების შემდეგ კი პროგრესი მეტი იქნება. ჩვენ ვირჩევთ ცრუ პრეზიდენტის ნაცვლად ღირსეულ ადამაინს. ამ ადამიანს აქვს შესაბამისი უნარი და გამოცდილება, რომ მოახმაროს თავის ქვეყანას. მთავრობის ეფექტურობა გაიზრდება, რადგანაც წელში გადასატეხი თემები უკვე გააკეთა ამ მთავრობამ. ბიუჯეტი მთლიანად ჩვენი დაგეგმილი იქნება, უკვე დასრულდა მუშაოაბ მთავრობის ახალ პრგრამაზე და ხედვაზე. ამაზე დაყრდნობით მთავრობა უფრო მეტი საქმის კეთებას მოახერხებს. 


რამაზ გერლიანი : ამ ერთი წლის განმავლობაში დადებითად ფასდება იმ ფონდების მუშაოაბა, რომლებმაც სოფლის მეურნეობის კუთხით იმუშვაეს, ასევე გაცხადდა, რომ 6 მილიარდიანი ფონდი დაიწყებს ფუნქციონირებას. როცა შეფსებას ვახდენთ არ უნდ ადაგვავიწყდეს, რომ ინფლაციის პროგნოზი არ გამართლდა, რაც ეკონომიკურ ზრდას ხელს უშლის. ეკონომიკას სახსრები ნორმალურად ვერ მიეწოდება. მთავრობასთან ერთად ეროვნულ ბანკს უნდა გაეტარებინა პოლიტიკა. მას რომ პოლიტიკა ნორმალურად გაეტარებინა თავიდან ავიცილებდით დეფლაციას. ახალი პრემიერისგან და პრეზიდენტისგან უნდა ველოდოთ,რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა და ნიადაგი, რომ თავისუფალი კონკურენციის ფონზე მოახდინოს ბიზნესმა განვითარება. ასევე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს კერძო საკუთრებას. ველოდები, რომ ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვრება ეკონომიკური ორიენტირები. 


ნოდარ ჭიჭინაძე: მთავრობის საქმიანბა მინდა დადებითით დავიწყო. მთავარი ეკონომიკური მიღწევა არის, რომ თანაინვესტირების ფონდი შეიქმნა. სოფლის მეურნეობაში გადადგმული ნაბიჯებიც მნიშვნელოვანია, ასევე რთველის წარმატებით ჩატარება. სხვა სფეროებშიც მოხდა ფინანსური რესურსის ჩადება, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, აგრეთვე საპენსიო ფონდის შექმნის იდეა მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. შეიძლება კიდევ სხვა ნაბიჯებზე საუბარი. რაც შეეხება ხარვეზებზე, მთავარი ნეგატიური მიმაჩნია კონკურენციის კანონის უკანა პლანზე გადასვლა, ის, რომ კონკურენციის მხრივ ვითარება ცუდია, ეს აისახება მსოფლიო რეიტინგში ცუდად. რატომ გაჭიანურდა ეს ჩემთვის გაუგებარია. ნეგატიურად მიმაჩნია, მინერალუ წყლის მოსაკრებლის გარდა, მარკირების თემა.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი 

No comments:

Post a Comment