Pages

Monday, November 25, 2013

" წინა ხელისუფლების მიერ ჩადებულ ნაღმზე, შესაძლებელია, ახალი მთავრობა აფეთქდე"ს.

მთლიანობაში საქართველოს ვალი 12 მილიარდამდეა. 2014 წელს ეს ვალი 13 მილიარდი გახდება. აქედან ოფიციალურად სახელმწიფოს საგარეო ვალია 4,2 მილიარდი, თუმცა, გარდა ამ თანხისა, სახელმწიფოს ლარებში აქვს 1 მილიარდ 600 მილიონი შიდა ვალი".

წინა ხელისუფლება ახალ ხელისუფლებასვალების აღებასა და 2014 წლის ბიუჯეტშიარსებულ გარღვევაში ადანაშაულებსდიდიხმაურით მიმდინარებდა ახალი ბიუჯეტისდამტკიცებარაც თავად «ოცნების»წევრებმაც კი გააპროტესტესხშირადსაუბრობენ იმაზერომ «ოცნებაც» ზუსტადისეთივე მეთოდებით აგრძელებსხელმძღვანელობასროგორც «ნაცებიო» და,ალბათმართალიც არისრადგან ახალიბიუჯეტი აშკარად ამას ამტკიცებსსაგარეოვალირომელიც ქვეყანას 2013 წელსაუცილებლად უნდა გადაეხადააღმოჩნდარომ 2021 წლამდე გადაუწევიათამამბის შეტყობის შემდეგივანიშვილის სიტყვები ამოტივტივდა _ 2020 წელსყველაფერი კარგად იქნებაო.


ყველანაირი დათვლით, 2020 წელს «ოცნება» უკვე ხელისუფლებიდან უნდა წავიდესდა 2021 წელს ამ ვალებს ვინც ჩაიბარებს, «თავში ქვაც უხლიათ», ზუსტად ისე,როგორც ეს «ნაცებმა» გააკეთეს. «საქართველო და მსოფლიო» საგარეო და საშინაოვალებზემისი გადახდის ვადებზე და ბიუჯეტში არსებულ გარღვევაზე ეკონომიკისმეცნიერებათა დოქტორსექსპერტ რამაზ გერლიანს ესაუბრა.

რამაზრამდენია საქართველოს საგარეო ვალი?

_ მთლიანობაში საქართველოს ვალი 12 მილიარდამდეა. 2014 წელს ეს ვალი 13 მილიარდი გახდება. აქედან ოფიციალურად სახელმწიფოს საგარეო ვალია 4,2 მილიარდი, თუმცა, გარდა ამ თანხისა, სახელმწიფოს ლარებში აქვს 1 მილიარდ 600 მილიონი შიდა ვალი. რას ნიშნავს შიდა ვალი? ეს არის ქვეყნის შიგნით აღებული ვალდებილება, რაც გამოიხატება ფასიან ქაღალდებში.

გარკვეული ანალიზი გავაკეთოთ და ციფრები დავასახელოთ.

_ მართალია, ანალიზი მოგვცემს საშუალებას, გავარკვიოთ, 2014 წელს რა გვექნება გადასახდელი, მაგრამ საუბარი ცოტა შორიდან, 2008 წლიდან დავიწყოთ, რადგან ვალების ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობა მაშინ ავიღეთ.

2013 წლისთვის რეალურად საუბარია 12 მილიარდზეახალ მთავრობას 2014 წლისბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული აქვსრომ 1 მილიარდ 400 მილიონ ლარზემეტი ვალი კვლავ აიღონ სხვადასხვა დონორისგანრადგან ბიუჯეტს არ გააჩნია დაარც არასოდეს გააჩნდა იმის საშუალებარომ შიდა სახსრებით ეარსებაესგამოიწვევს კვლავ საგარეო ვალის მატებას და 2014 წელს უკვე 13 მილიარდსგადააჭარბებს.

რატომ ამბობენრომ ეს ვალი სახელმწიფოსი არაა და კომპანიების ვალია?

_ დღევანდელი მდგომარეობით, უშუალოდ სახელწიფოს საგარეო ვალია 4,2 მილიარდი. ამას გარდა, სხვადასხვა სექტორსა და კომპანიასაც აქვთ სახელმწიფოს გარანტიებით ვალები და ყველაფერი ერთად აღებული სახელმწიფოს საგარეო ვალად ეთვლება, მაგრამ წინა მთავრობის წარმომადგენლები ამ ვალებს ყოფენ და ამიტომ ამბობენ, რომ ეს სახელმწიფოს ვალი არ არისო. საგარეო ვალების მთავარი პრობლემა საქართველოს 2008 წლიდან დაეწყო. მთავრობამ აიღო ვალი 500 მილიონი დოლარი, თავისი პროცენტით, საქმე ისაა, რომ მაშინ საქართველოს ბიუჯეტს არ ჰქონდა პრობლემა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ცუდი არ იყო. მაშინდელ მთავრობას ეს 500 მილიონი პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდა.

გინდათთქვათრომ სახელმწიფომ ამხელა თანხა არჩევნებში გასამარჯვებლადაიღო?

_ დიახ, 500 მილიონი არჩევნებისთვის აიღეს და დახარჯეს. ეს თანხა სახელმწიფოს უნდა დაებრუნებინა 2013 წელს. ამ ვალის სარგებელი შეადგენდა 7,5 პროცენტს, რაც მძიმე ვითარებაში ჩააგდებდა ქვეყანას, მაშინ «ნაცებმა» მიიღეს ქვეყნისთვის უმძიმესიგადაწყვეტილება და 2011 წელს კვლავ აიღეს სესხი 500 მილიონის ოდენობით დაგადაფარეს წინა დავალიანებიდან დარჩენილი თანხარომელიც იმ დროისთვის 417მილიონი იყოასე და ამგვარადძველ ვალს 83 მილიონი კვლავ დაემატამაშინყველა ექსპერტი ამ ვალის აღებას ამართლებდა იმ მიზეზითრომ ეს ახალი ვალი2021 წელს უნდა დაიფაროს.

სახელმწიფო თავს იმით იმართლებდა, რომ მეორე ვალი 6,9 პროცენტში აიღეს, ხოლო წინა ვალის პროცენტი 7,5 იყო, მაგრამ არც მაშინ და არც მერე არავის უხსენებია, რამდენი გადაიხადა ქვეყანამ წინმსწრებად გადახდილ თანხაში, ვიცით, რომ ასეთ დროს საკომისიო აუცილებლად უნდა გადაიხადო. ყველანაირი დაანგარიშებით, საკომისიო 40 მილიონი დოლარი იყო. ვითარებას ასე თუ შევხედავთ, ვერავინ დაამტკიცებს, რომ ბოლოს აღებული ვალის 6,9 პროცენტი წინა ვალის 7,5 პროცენტს ჯობდა. ამან გამოიწვია ის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე, 2008-დან მოყოლებილი, ვალის ზრდის ტენდენცია მიმდინარეობდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგბრიუსელშიდონორთა ერთ-ერთკონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილებარომ საქართველოს მიეღო 4მილირდნახევრიანი დახმარებააქედან 2,2 მილიარდი სუფთა ვალი იყო.

ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალ პოზიციაზეა, ე. ი. შიდა პროდუქციაზე ვალი ნაკლები გვაქვს, მომავალი წლიდან ეს მაჩვენებელი 30 პროცენტი იქნება, ჩვენისთანა ქვეყანას, რომელსაც ასეთი უარყოფითი ბალანსი აქვს, აქვს მცირე ექსპორტი, მარტო შიდა პროდუქტთან დაკავშირებით საგარეო ვალი არ უნდა განვსაზღვროთ. მთელ მსოფლიოში მიღებული ნორმა შიდა პროდუქტის 50 პროცენტია და სწორედ ამას იყენებენ არგუმენტად, რომ ვალის გაზრდა ჯერ კიდევ შეგვიძლია და კატასტროფამდე არ ვართ, მაგრამ პრობლემა მაინც არის ის, რომ ექსპორტთან დაკავშირებით დანახარჯი ძალიან დიდი გვაქვს. ნორმა არის 8 პროცენტი, ხოლო საქართველოს 3-4-ჯერ მეტი აქვს, თითქმის 29 პროცენტი, რაც დეფოლტის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს. დეფოლტი არის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო გაკოტრებას აღიარებს და ვალების ჩამოწერას ითხოვს. ამ ეტაპზე საქართველოს ჯერჯერობით ეს არ ემუქრება, მაგრამ შორსაც არ არის ასეთი ვითარებისგან.

თუ ჩავუღრმავდებით, ქვეყანას მხოლოდ ვალის პრობლემა არ აქვს. როდესაც იმპორტი სამჯერ აღემატება ექსპორტს, ანუ რეალურად მეტი თანხა გადის, ვიდრე შემოდის, ძირითადი პრობლემაც აქედან მომდინარეობს.

რამდენად საშიშია ქვეყნისთვის 12 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის ქონა?

_ ქვეყნისთვის 12 მილიარდი დოლარი საშიში არანაირად არ იქნებოდა, თუ გვექნებოდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც დღეს ნამდვილად არ შეინიშნება. არის კიდევ ერთი მომენტი, ბიზნესსა და საბანკო სექტორზე არსებული ვალდებულებები არაეფექტური იყო და შედეგს ვეღარ იძლევა, რაც თავის დროზე მათთვის განკუთვნილი თანხის დაკარგვას ნიშნავს. სამომავლოდ ასეთი ვითარება ძალიან დიდ პრობლემებამდე მიგვიყვანს. დღეს სახელმწიფოს პოლიტიკა ზუსტად ასეთი არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.

ტენდენციას რომ გადავხედოთ, წლის განმავლობაში, იანვრიდან ოქტომბრამდე საგარეო ვალმა გარკვეულწილად დაიკლო, მაგრამ შემდეგი წლის დასაწყისიდან, მაშინ, როდესაც ახალ ვალს ავიღებთ და ახალი ვალდებულებები დაგვეკისრება, ჩვენი საგარეო ვალი 1 მილიარდ 400 მილიონით გაიზრდება.

რატომ უნდა ავიღოთ ახალი ვალიაუცილებელია?

_ 2014 წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილია, რადგან ბიუჯეტი ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს, ამიტომ ამ ვალით უნდა დაფინანსდეს. დღეს საქართველოს ბიუჯეტი საგარეო ვალებსაც ემსახურება და შიდა ხარჯებსაც.

ბიუჯეტს გარღვევა აქვს და ეს ტყუილი არ არის?

_ ბიუჯეტს გარღვევა, რა თქმა უნდა, აქვს და წლის ბოლოს ეს თანხა იქნება მინიმუმ 600 მილიონი ლარი, რაც დიდი დანაკარგია. ინფლაცია დეფლაციაში როცა გადადის, რა ვითარებაც ჩვენ გვაქვს, ეკონომიკური ზრდა იკლებს.

რამდენად მძიმედ აისახება ბიუჯეტის ასეთი გარღვევა მოსახლეობაზე?

_ ნაკლებად დაგვეტყობა, რადგან აქამდე ისედაც ვალებით ვფინანსდებოდით და კვლავ იგივე გაგრძელდება. ახლა მთავარია, შემოსული თანხები ეფექტურად დაიხარჯოს, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ, თუ ასე არ მოიქცევიან, წინა ხელისუფლების მიერ ჩადებულ ნაღმზე, შესაძლებელია, ახალი მთავრობა აფეთქდეს.

რა ნაღმზე საუბრობთ?

_ წინა ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ დღეს ბიუჯეტს არ ჰყოფნის ძალა, წინა ვალდებულებებს უპასუხოს. ამას ემატება დეფიციტი, რომელიც გარდაუვალია და ბიუჯეტი დგას აუცილებლობის წინაშე _ ახალი საგარეო ვალი აიღოს.

სასწრაფოდ რა და რამდენი ვალი გვაქვს გადასახდელი?

_ სასწრაფოა ყველა ვალი და ჩვენ ამას 2012 წლიდან ეტაპობრივად ვიხდით ბიუჯეტიდან. 2014 წლისთვის საგარეო ვალების მომსახურებაზე წელიწადში 693 მილიონი ლარია საჭირო.

ასეთი დანაკლისი პენსიებზე აისახება?

_ ბიუჯეტში არსებული დანაკლისი შეიძლება აისახოს ყველაფერზე, ეს არის ხარჯი, რომელსაც უკუგება არ აქვს. შესაძლებელია, ცოტა ხანი სოციალურ სფეროზე გავლენა არ მოახდინოს, რადგან 9-მილიარდიანი ბიუჯეტი ჯერ კიდევ იძლევა საშუალებას, ასეთ სფეროებს მოემსახუროს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ისედაც მწირი ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 400 მილიონს სხვას უხდი.

ვისი ვალი გვაქვს ყველაზე მეტი?

_ პირველ ადგილზე დგას მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, მსოფლიო ბანკის რეკონსრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. აი, ესენი არიან ძირითადი მოვალეები. არიან ასევე ევროპისა რეკონსტუქციისა და გავითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. ხოლო ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ვალი, 3,58 მილიარდი დოლარი, გერმანიის გვაქვს. ეს არის ოქტომბრამდე მონაცემები.

იმისთვის, რომ უახლოეს წლებში პრობლემები არ შეიქმნას, მთავრობა ახალი ვალის აღებას ამართლებს.

«ნაციონალებს» თავის დროზე ჰქონდათ საკითხისადმი ასეთი მიდგომარომინფრასტრუქტურაზე გაწერილი თანხა სხვა რამეზე არ უნდა დახარჯულიყომაგრამრეალურად რეგიონებში კომპანიებსრომლებსაც ინფრასტრუქტურა უნდამოეწესრიგებინათშავ ვალდებულებებს აკისრებდნენ, «ნაცმოძრაობის»  პარტიულმუშაკებს აფინანსებინებდნენ.

დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელი მთავრობა იმავეს არ გააკეთებს, მაგრამ მონიტორინგი მაინც აუცილებელია, რადგან საშიშროება არსებობს. მთავრობამ უნდა დაგვისაბუთოს ყოველი კაპიკის ხარჯვის აუცილებლობა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ მთავრობას ამაზე პასუხი არ გააჩნია. როგორც ეკონომისტს, მე არ მაქვს პასუხი იმაზე, რატომ უნდა ავიღოთ ვალი: იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებას ეს ვალი ჰქონდა? ამ ვალის დასაფარად სხვა ეკონომიკური აქტივობის დაგეგმვა შეიძლებოდა.

ანუ გინდათ თქვათრომ იმავე მცდარი მეთოდებით ხელმძღვანელობენ?

_ რა თქმა უნდა, «ოცნებაც» მცდარი მეთოდებით ხელმძღვანელობს. ალბათ, ყველა მოქალაქეს გამოუცდია თავის თავზე, როდესაც ბანკის ვალს მეორე, უფრო დიდი ვალის აღებით იხდი, რა სავალალო შედეგი მოჰყვება.

მე, როგორც მოქალაქეს, მაწუხებს ის, რომ საგარეო ვალი იზრდება, მაგრამ, როგორც ეკონომისტს, ძალიან მაშფოთებს ის ციფრები, რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. მაწუხებს, ასევე, სახსრები, რომლებიც სოციალური მიმართულებით უნდა წავიდეს და უკუგება არ ექნება. ასევე პრობლემაა ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაშია და რომლის გადახედვასა და გადახალისებას არ აპირებენ, არადა, ნამდვილად არ გვაწყენდა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი


No comments:

Post a Comment