Pages

Friday, December 13, 2013

არარეალური მონაცემები დასაქმების შესახებ და სოფლის მეურნეობის განვითარების ბუნდოვანი პერსპექტივა

20 წელიწადზე მეტია, საქართველოსმოქალაქეები უმუშევრობას უჩივიან.ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსეადამიანები სამსახურს ითხოვენ დადამსაქმებელი არ ჰყავთ. ჩვენი ქვეყნისყველა ხელისუფალი ამ პრობლების საქმისკურსში იყო და შესაბამისად, სამოქმედოგეგმაშიც სულ ეწერა, რომ უმუშევრობაუნდა მოესპოთ, მაგრამ ეს არასოდესმომხდარა, თუმცა წლების გასვლასთანერთად უმუშევრობის მაჩვენებელიიკლებდა, რადგან სამსახურადითვლებოდა საკუთარი მანქანით «ტაქსაობა», სოფლად გლეხის საქმიანობა და ა.შ.


«საქართველო და მსოფლიო» სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესდა და«ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს» მიმართა: რა ვითარებაა დღესსაქართველოში უმუშევრობის კუთხით, გაიზარდა თუ შემცირდა უმუშევართარაოდენობა? რა შედეგი მივიღეთ სოფლის მეურნეობაში გაცემული ვაუჩერებისშედეგად და დამუშავდა თუ არა უფრო მეტი მიწა? ახალი ხელისუფლება ამბობს,რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მილიარდი ლარი დახარჯა დასაწარმოებიც ამუშავდა.

«ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის» კვლევების მიხედვით, უმუშევრობა, ზოგადად, ერთ-ერთ დიდ ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს,  რომელიც მუდმივად ყველა ქვეყანას აწუხებს, იქნება ის ეკონომიკურად განვითარებული თუ ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის მქონე. მეცნიერულად დადგენილია მისი პირდაპირი კავშირი ქვეყნის ეკონომიკურ  კეთილდღეობასთან. მაგალითად, ოუკენის კანონის თანახმად,უმუშევრობის დონის ყოველი 1%-იანი ზრდა მშპ-ის დაახლოებით 2%იან კლებასიწვევს. იმ ფონზე, როცა ეკონომიკური ზრდა ძალზე დაბალია 2013 წლისპირველი ორი კვარტლის მიხედვით, მშპ-ს ზრდა დაახლოებით 2%-ს შეადგენს,უდავოა, უნდა ველოდოთ უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდასაც.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით,2012 წელს უმუშევრობის დონე 15% იყო,რაც შეეხება 2013 წლის უმუშევრობის მაჩვენებელს, საქართველოს სტატისტიკისსამსახურს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2013 წელს საქართველოშიუმუშევრობის დონემ 1,7-ით მოიმატა. «ეკონომიკური პოლიტიკის  ექსპერტთაცენტრის» ანალიტიკოსთა აზრით, უმუშევრობა წინასწარ მონაცემებზედაყრდნობით, მთლიანობაში 2.5 პროცენტით მოიმატებს, რადგან მხოლოდბიზნესსექტორში დასაქმების  6%-იანი კლება გვაქვს.        

საქსტატის შესაბამისი მიდგომით დასაქმებულად ითვლება არამხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებით კერძო ან სახელმწიფო სექტორში იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, არამედ მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც, სარგებლის მიღების მიზნით, ეწევა გარკვეულ საქმიანობას, ანუ თვითდასაქმებულია. აღსანიშნავია, რომ, თუოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით, უმუშევრობის დონე სოფლადდაახლოებით 8%-ს შეადგენს, ხოლო ქალაქად _ 29%-ს, მათ შორის, თბილისში ესმაჩვენებელი 32%-ს  აღემატება, 2012 წლის მდგომარეობით.

თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, 50%-ზე მეტი, დასაქმებულია სოფლად, ხოლო სოფლად დასაქმებულთაგან 82% თვითდასაქმებულია, მათ შორის, საკუთარ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობაში.  სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, რომელსაცგააჩნია საკუთრებაში ან მფლობელობაში საკარმიდამო ნაკვეთები,დასაქმებულად ითვლება.

სინამდვილეში არიან თუ არა დასაქმებულნი სოფლად მცხოვრებნი, რომლებიც, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და შესაბამისად, საქსტატის მეთოდოლოგიის თანახმად, დასაქმებულად ითვლებიან?       

ამავე მეთოდოლოგიით, შრომისუნარიანი, ოთხი სულისგან შემდგარი ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოფლად და მის სახელზე ირიცხება 0.25 ჰა-მდე მიწა, დასაქმებულად ითვლება. სოფლად მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს 0.25 და 0.8 ჰა მიწა აქვს. იმ ფონზე, როცა სოფლის მეურნეობა განუვითარებელია, ემატება კიდევ დამატებითი პრობლემა _ მიწის სიმცირის, ეს მაშინ, როცა სახელმწიფოს ჯერ კიდევ საკუთრებაში აქვს უზარმაზარი მიწის რესურსი (1.4 მილიონი ჰექტარი, აქედან დაახლოებით 350 ათასი ჰა სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებია) და დღემდე არც ერთი ხელისუფლება არ ატარებს ისეთპოლიტიკას, რომლითაც სახელმწიფოს ხელში არსებული ეს უზარმაზარი  დაუსარგებლო მიწის რესურსი მოსახლეობას კერძო საკუთრებაში გადაეცემა. 

წინა მთავრობა ამ საკითხის გადაჭრას ბურების ჩამოსახლებითაც კი აპირებდა,სამწუხაროდ, ყველა ხელისუფალს ეს რესურსი თავისი ჰგონია და პრივატიზებისგზით, რამდენიმე ათეულ ათას ჰექტარს ყიდდა ხან უცხოელებზე, ხან მათთანდაახლოებულ პირებზე.

ახალმა ხელისუფლებამ კი მიწის საკითხთან დაკავშირებიათ მორატორიუმიგამოაცხადა და 1 წლის განმავლობაში სრულიად გაურკვეველი ვითარება შექმნა. 

სოფლად სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში ქონა (1 მოსახლეზე არანაკლებ 2 ჰექტარი) აუცილებელი წინაპირობაა რეალური დასაქმებისთვის, ამისთვის კი სასწრაფოდ მიწის რეფორმაა გასატარებელი, რომლის მთავარი მიზანი სასოფლო-სამეურნეო მიწების აღრიცხვა და კერძო საკუთრებაში გადასვლა უნდა იყოს, განსაკუთრებით კი მრავალწლიანი ნარგავების, სახნავებისა და სათიბების, რადგან სოფლად მცხოვრები, დასაქმებულად მიჩნეული მოსახლეობა და სახელმწიფოც ამ დასაქმებიდან ვერაფერს იღებს, შინამეურნეობები, რომლებიც საშუალოდ 0.25-0.8 ჰექტრამდე მიწას იყენებენ  არაეფექტური დასაქმების საშუალებაა.


წლების განმავლობაში მიწები გასაყიდად ისეთ მსხვილ ლოტებად გადიოდა, რომმის ფასს მოსახლეობა ვერ შესწვდა. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ფასი 1 კვმ-ზეძალზედ დაბალი იყო. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ _ სოფლის მეურნეობისგანვითარება მიწის გარეშე, სოფლად დასაქმების მაღალი მაჩვენებელი _რეალური დასაქმების გარეშე. ამ დასაქმებულთაგან უმეტესობა ქალაქშიალუკმაპურის საშოვნელად ან საზღვარგარეთაა გასული არალეგალურად დასასოფლო სამეურნეო ბაზრებზე, ადგილობრივის ნაცვლად, მეტწილადიმპორტირებული, უხარისხო საქონელი შემოდის.

კერძო საკუთრება არამარტო ამ სფეროში, სხვა სფეროებშიც დიდი პრობლემაა. ეკონომიკა ძალიან ჰგავს მანქანას, ყველაფერი კარგად რომც გააკეთო და ერთი დეტალი დააკლო, ძვრას ვერ უზამ. საბაზრო ეკონომიკისთვის ეს დეტალია კერძო საკუთრების დაბალი წილი, განსაკუთრებით კი მიწასთან მიმართებაში. სასოფლო-სამეურნეო მიწები, როგორც სოფლად დასაქმების ერთადერთი წყარო, 99,9% -ით კერძო უნდა იყოს, მიწა საქართველოს მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ.

მიწის რესურსის საერთო ოდენობის თითქმის 50% არარენტაბელურია და მისგან მიღებული სიკეთეც ნულს უტოლდება და, სანამ მიწა სახელმწიფოს ხელშია, ეს პრობლემა არ მოგვარდება.

სახელმწიფო მიწა იყიდება, იყიდება დაბალ ფასად 1კვ.მ 5-10 თეთრად, რაც კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზეც ფასის დაწევას იწვევს.

მიწა იყიდება იმ ადამიანებზე, რომელთა 63% სიღარიბის ზღვარს მიღმაა. არადა, მარტო ყიდვა ხომ არაა საქმე, მიწას ინვესტირებაც  სჭირდება.

თანხა, რომელიც რეალურად სოფლის მეურნეობაში იყო და ირიბად თუ პირდაპირ დარგის ინვესტირება უნდა გაეწია, არამიზნობრივად იხარჯებოდა.  

სოფლის მეურნეობა სანახევრო სიმძლავრით და თანაც პარალიზებულად მუშაობს დასაქმების კუთხით. თუ არ მოხდება ბუნებრივი გამსხვილება, არ იქნება ინვესტიციები, არ იქნება რენტაბელობა, არ იქნება კონკურენტუნარიანი ჯანსაღი ბაზარი. ნოვაციები დატექნოლოგიები ინვესტიციის გარეშე წარმოუდგენელია, პრობლემას ვერმოაგვარებს ვერავითარი ვაუჩერი, რომლებისთვისაც წინამორბედმა დადღევანდელმა ხელისუფლებამაც ასობით მილიონი «გადაყარეს». სანამ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების საკითხი არ გადაწყდება ყველა სახისვაუჩერიზაცია წყალში გადაყრილი ხარჯია, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვალსაზრისით.


1 კვმ მიწა 10 თეთრი ღირს, ხოლო მისი საწარმოო ციკლი ამავე ფათობზე მინიმუმ 35 თეთრი ჯდება. არ არსებობს ადამიანი, რომელიც 10-თეთრიან მიწას 35 თეთრით დააფინანსებს.

დასასრულ, სოფლად დასაქმების პარადოქსთან ერთად, საზოგადოებას კიდევ ერთი უცნაურობა უნდა გავაცნოთ: საქართველოში სახნავი 1 კვმ მიწა მაქსიმუმ 0.1 ლარი (10 თეთრი) ღირს, მაშინ, როცა ამ 1 კვ მ მიწაზე ყველაზე მარტივი კულტურა, თუნდაც კარტოფილი, მინიმუმ, 1 კგ მოვა, რომლის ჩასაბარებელი ღირებულებაც ასევე, მინიმუმ, 0.5 ლარია, ანუ ძირითადი, ხანგრძლივი გამოყენების საწარმოო საშუალება 0.1 ლარი ღირს და მასზე მოყვანილი მარტივი კულტურა _ 5-ჯერ მეტი.            

სანამ ასეთი პარადოქსები არსებობს, სოფლად დასაქმების საკითხი მოუგვარებელია, ხოლო მონაცემები დასაქმების შესახებ არარეალური და არასანდოა, სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები _ საკმაოდ ბუდოვანი და არადამაჯერებელი.

No comments:

Post a Comment