ქეთევან კრიალაშვილი: `თქვენ რა თანხა გჭირდებათ არსებობისთვის, ბატონებო?"
საარსებო მინიმუმი 5 ლარით შემცირდა!
რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იარსებოს? შევარდნაძის დროინდელი მეთოდოლოგიით,რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე მოქმედებს, ჩვეულებრივი შრომისუნარიანი მოკვდავის არსებობისთვის, ყოველდღიურად 250 გრ.პური,150 გრ.კარტოფილი,20 გრ.ღორი სხორცი,ამავე რაოდენობის ღვინო და 5 გრ. საკონდიტრო ნაწარმი ყოფილა საკმარისი...
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ უმადობას არც `ქართული ოცნების~ მაღალჩინოსნები უჩივიან _ საკუთარიარსებობისაუცილებელმინიმუმადმათუკანასკნელიმოდელისძვირადღირებულიმანქანები,მობილურები,კომპიუტერულიტექნიკადაგაორმაგებულიპრემიებიაქციეს,წინასაარჩევნოდაპირებებშიმე-13ნომრადჩანიშნულივალდებულებასაარსებომინიმუმის 220 ლარამდე გაზრდის შესახებკი,საოცნებო დაპირებად დატოვეს!_ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,ივლისის თვეში ხილი და ბოსტნეულიგ აიაფდა(?!),რის გამოც საარსებო მინიმუმი 5 ლარით შემცირდა!
საკითხზე კარგა ხანია, მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან კრიალაშვილი და მისი გუნდი ,რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შევარდნაძის დროინდელი მეთოდოლოგიის ალტერნატივას სთავაზობენ, თუმცა,ამაოდ!
_ სტატისტიკის ეროვნული სამმართველოს უფროსმა გიორგი კალაკაშვილმა სატელევიზიო კომენტარში განაცხადა ,რომ ივლისის თვეში ხილი და ბოსტნეული გაიაფდა, რამაც საარსებო მინიმუმის 5 ლარით კლება გამოიწვია...
_ ტყუილია, არაფერი გაიაფებულა, პირიქით _ გაძვირდა, მითუმეტეს, რომ ხილისა და ბოსტნეულის მოხმარება ზაფხულში გაცილებით მეტია, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. საქმე იმაშია, რომ საქსტატმა საარსებო მინიმუმში შემავალი პროდუქციის დიდი ნაწილის ფასები საერთოდ არ იცის! ამის დასადასტურებლად შემიძლია, გაჩვენოთ ოფიციალური წერილი, რომელიც ჩემი მოთხოვნის საპასუხოდ სტატისტიკის ეროვნული სამმართველოდან მივიღე.აქ გარკვევით ამოიკითხავთ, რომ:
`თქვენი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს წერილის პასუხად გიგზავნით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას 2014 წლის ივლისში საქართველოს ხუთ ქალაქში(თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,გორი,თელავი)საკვები პროდუქტების საშუალო საცალო საბაზრო ფასების შესახებ ლარებში(სამომხმარებლოკალათისმიხედვით).
ამასთან გაცნობებთ, რომ შემდეგ პროდუქტებზე: პურ-ფუნთუშეული(გარდახორბლისპურისა), შვრია,ნადუღი,ერბო,თხილი(დარჩეული),მზესუმზირა,მწვანეხახვი,ყვავილოვანიკომბოსტო,წითელიწიწაკა,ფხალი(ისპანახი),გარგარიდაჭერამი,ბალი,ქლიავი,ტყემალი,მარწყვი,მოცხარი,ნესვი,მურაბებიდაჯემები_ საქსტატიდაკვირვებასარაწარმოებსდა,შესაბამისად,აღნიშნულიინფორმაციაარგააჩნია.~
ოფიციალურ დოკუმენტს ხელს აწერს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი.ახლაკიმიპასუხეთ,თუ პროდუქტის ფასები არ იციან, როგორ ითვლიან და რის საფუძველზე ამბობენ, რომ ხილი და ბოსტნეული გაიაფდა?
_ ქეთი, უფრო კონკრეტულად რომ გაგვიმარტოთ, რას მოიცავს დღეისათვის კანონით მიღებული საარსებომინიმუმი?
_ საქსტატის მონაცემებით საარსებო მინიმუმმა 2014 წლის ივლისისთვისმდგომარეობით,144,7 ლარიშეადგინა.საქართველოშისაარსებომინიმუმისგაანგარიშებასასურსათოკალათისფულადიღირებულების საფუძველზე ხდება, სასურსათო და არასასურსათო კალათების 70/30 პროპორციების მიხედვით. ამასთან, სასურსათო კალათა მოიცავს40 დასახელების პროდუქტთ აჯგუფს,რომელთა დღიური კვებითი ღირებულებაც ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე 2 300 კილოკალორიას შეადგენს.
მეთოდოლოგია, რასაც ამჟამად იყენებენ შევარდნაძის დროინდელია მას შემდეგ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ პროდუქტების გადანაწილებით დღიური 2 300 კილო კალორია უნდა იყოს ათვისებული,მაგრამ_ იაფფასიანი და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტებით!ასეც რომ არ იყოს,ჩვენი გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, 2 300 კილოკალორია სრულიად არასაკმარისია. შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად ადამიანმა დღეში მინიმუმ 2 500 კილოკალორია მაინც უნდა მიიღოს!
_ არასასურსათო კალათა რისთვის არის გათვალისწინებული?
_ არასასურსათო კალათით გათვალისწინებული, დაახლოებით, 40-43 ლარი ადამიანმა უნდა იკმაროს ყოველ თვიურად ტრანსპორტირებისთვის ,კომუნიკაციისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად, პირად-ჰიგიენური ნივთებისა და მედიკამენტების შესაძენად...რაც სრული აბსურდია!
_ საარსებო მინიმუმის დადგენა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა თუ მასში საქსტატი და ეკონომიკის სამინისტროც მონაწილეობს?
_ ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ არაფერ შუაშია, საარსებო მინიმუმის განსაზღვრა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება. (`საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ~საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის# 111 _ ნ ბრძანების შესაბამისად)
მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ საყოველთაო დაზღვევის პაკეტი შეიმუშავა, ბატონმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმი გაიზარდა, რადგან მას სამედიცინო ხარჯები, მოაკლდა...
_ თქვენ რა ალტერნატიულ მეთოდს სთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტროს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
_ ჩვენი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის მიერ საფუძვლიანად გაანგარიშებული ალტერნატიულიმეთოდოლოგიით,გაანგარიშებახდებასასურსათოკალათაI-ის(გაზაფხული-ზაფხული)ფულადიღირებულებით,ხოლოსაბოლოოსაარსებომინიმუმიმინიმალურისასურსათოდაარასასურსათოკალათის55/45 პროპორციებისმიხედვითგამოითვლება,ანუსაშუალოდ105 ლარიუნდაყოფილიყოგათვალისწინებულიარასასურსათოკალათაზე,რაცშესაბამისად,საარსებო მინიმუმს გაზრდიდა.
ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით გაანგარიშებულმა საარსებომინიმუმმა315,4 ლარიშეადგინა,რაცმინიმუმ 2-ჯერ აჭარბებს ოფიციალურად არსებულ მაჩვენებელს. მეტობა სასურსათო კალათის ჩამონათვალის მრავალფეროვნებითაა გამოწვეული,რომელიც70 დასახელების პროდუქტს მოიცავს .პროდუქტთა დღიური ღირებულება კი ადამიანის შრომისუნარიანობის შესანარჩუნებელად აუცილებელ 2 500 კილოკალორიას შეადგენს, მაგრამ თუ გაანგარიშებაში საქსტატის მონაცემებსაც გავითვალისწინებდით, რომელიც საკვებ პროდუქტებზე რეალურზე მაღალფასებს აქვეყნებს,ამ მეთოდოლოგიი სმიხედვით,საარსებო მინიმუმი381,6 ლარს შეადგენდა!
წელიწადზე მეტია ჯანდაცვის სამინისტროს ამ ალტერნატიული მეთოდოლოგიის განხილვასვთავაზობთ,გვპასუხობენ,რომმოხდებასაარსებომინიმუმისგადახედვა,მაგრამდღემდეარავინდაინტერესებულასაკითხისმოდერნიზაციით,დღემდეარშექმნილაკომისია!ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ საარსებო მინიმუმის გადახედვის შემდეგ სოციალური პროგრამების გადახედვაც მოუწევთ ,რაც ნამდვილად არ აწყობთ, რადგან თავიანთი წინასაარჩევნო დაპირებებიდან როგორც იქნა მიაღწიეს იმას, რომ დღეს პენსია არა თუ გათანაბრებული,_ საარსებო მინიმუმზე მეტიც არის!მაგრამ აქვე დავძენ, რომ საარსებო მინიმუმის რეალურიდ ათვლა არამც და არამც არ გულისხმობს სოციალური პაკეტების მყისიერ ცვლილებას, ეს არის მხოლოდ ორიენტირი, რაზეც მომდევნო წლებში სოციალური პაკეტების სწორებაუნდამოხდეს!
ჯერ კიდევ 2003 წელს საარსებო მინიმუმი 103 ლარს შეადგენდა ,რაც მიუთითებს ,რომ მეთოდოლოგია დასახვეწია, რადგან უახლოესი 11 წლის მანძილზე არაფერი შეცვლილა. თუ ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, საინტერესოა,როგორ მოხდა,რომ საარსებო მინიმუმი დღEმდე მხოლოდ 41 ლარით გაიზარდა?ნუთუ ვინმე ფიქრობს,რომ რასაც 2003 წელს103 ლარითშ ეიძენდა, იგივეპროდუქტს დღეს144 ლარად იყიდის? და მაინც, მინდა,მათ ვკითხო_ თქვენ რა თანხა გჭირდებათ არსებობისთვის, ბატონებო?
პ.ს.
არ მინდა დავიჯერო, რომ შევარდნაძის მთავრობა მეტად ზრუნავდა ხალხზე, მითუფრო, რომ ჯერ კიდევ გვახსოვს, როგორ გვიწუნებდა დიასახლისობას ყოფილი პირველიქალბატონინანულიშევარდნაძედაროგორგვმოძღვრავდა,რომკარგმადიასახლისმა7 ლარადაცუნდაშეძლოსთვიდანთვემდეოჯახისგამოკვება.იმავადმოსაგონარდროსგავსინჯეთგაღატაკებულმაქართველებმა,სწორედ,წიწიბურაზედამზადებული`ნანულისკატლეტი~,`სიგუასნამცხვარი~`ტყუილისუპი~დასხვამანამდეარარსებულიკერძები...და ძალიან გულსატკენია, რომ დღეს ჩვენს მიერ არჩეული საოცნებო მთავრობა_ ორი გრამით მეტი ხილი და ბოსტნეული რომ არ გადაგვცდეს ყელში,_ 5 ლარით ამცირებს ისეც შემცირებულ და დამცირებულ საარსებო მინიმუმს!
იქნებ დაფიქრდეთ, ბატონებო, იმაზე, რომ საარსებო მინიმუმად აღიარებული თანხით დღეს `სიგუას ნამცხვარსაც~ ვეღარ გამოვაცხობთ!იქნებ მეტად იფიქროთ ხალხზე და ნაკლებად_ საკუთარ კომფორტზე, რათა წლების შემდეგ, წინამორბედთა მსგავსად ,ისტორიის სანაგვეზე არ აღმოჩნდეთ!
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე
No comments:
Post a Comment