ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი გთავაზობთ ოთხკვირიან პრაქტიკული ტრენინგ კურსს სახელმწიფო შესყიდვებში - სახელმწიფო შესყიდვებსა და მათი ადმინისტრირების წესების ძირეულ მიმოხილვას საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით, შესყიდვების პროცესის დაგეგმვასა და მართვას კონკრეტული ქეისების გათვალისწინებით.
სამიზნე ჯგუფი:
საჯარო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე პირებისათვის, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების წარმოება თუ მართვა, მონიტორინგი და ადმინისტრირება. ასევე, კურსის გავლა შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც.
კურსის მიზანი:
მსმენელები კურსის მიმდინარეობის განმავლობაში გაივლიან "სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირებასთან" დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსს, გაეცნობიან აღნიშნული დარგის თითოეულ მიმართულებაში, სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებას, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესყიდვის სფეროში არსებულ წესებსა და ნორმებზე, ასევე, მიიღებენ ყველა იმ პრაქტიკულ ცოდნას, ინფორმაციას, გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, წარმატებით განახორციელონ შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები.
ტრენინგ კურსი მოიცავს:
** სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენს წესი (Common Procurement Vocabulary - CPV კოდები);
** სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ფინანსური მონიტორინგი და შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან;
** პრაქტიკული სავარჯიშო;
** გამარტივებული შესყიდვა, შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე;
** შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენა, ბაზრის კვლევა;
** სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესყიდვის მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციისა და დეფექტური აქტების შედგენის თავისებურებები;
** შესყიდვის ობიექტების თავისებურებები შესყიდვის განხორციელების პროცესში;
** პრაქტიკული სავარჯიშო - სხვადასხვა შესყიდვის ობიექტებისათვის სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა;
** სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებებისა და რედაქტირების განხორციელება;
** წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, ტენდერის შედეგების შეფასება, საექსპერტო დასკვნა, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების შედგენა;
** პრაქტიკული სავარჯიშო - ქეისების განხილვა;
** კონკურსი;
** პრაქტიკული სავარჯიშო - საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენა;
** კონსოლიდირებული ტენდერი, ერთობლივი ტენდერი;
** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან;
** საგადასახადო სისტემის მოთხოვნები სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში, დღგ-ის ფაქტორი, რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების დაბეგვრის მეთოდები;
** პრაქტიკული სავარჯიშო - ქეისების განხილვა;
** ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და პუნქტები;
** ინსპექტირება, ცვლილებები და დამატებები ხელშეკრულებაში;
** შესყიდვების საქმისწარმოება და დოკუმენტბრუნვა, ბრძანებები, ნებართვები და შეტყობინებები;
** შეკითხვები და კომენტარები.
კურსის შედეგი:
კურსის გავლის შემდგომ მსმენელი გაიღრმავებს ცოდნას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესების მართვის შესახებ, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კონტექსტში, შეიძენს იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც დაგროვებულია წლების მანძილზე სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. მსმენელი დამოუკიდებლად შეძლებს ორგანიზაციაში შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვას, იდენტიფიცირებას, ეფექტიანობის გაზომვას, ბიზნეს-პროცესის მონაწილეების განსაზღვრას.
ტრენინგის მიმდინარეობა:
ტრენინგი დაიწყება 2014 წლის 3 სექტემბერს და დასრულდება 26 სექტემბერს .
დრო: 19:30-21:30.
დღეები: ოთხშაბათი, პარასკევი.
ღირებულება: 250 ლარი.
მისამართი: მელიქიშვილის 1/6, II სართული
ტელ: 995322309084
მობ: 595857700
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე epecgroup@gmail.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2 სექტემბერი 2014 წ.
No comments:
Post a Comment