Pages

Thursday, August 28, 2014

რამდენია რეალურად ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი?

11 წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი მხოლოდ 41 ლარით გაიზარდა ?!
2014 წლის ივლისის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმი საქართველოში 144,7 ლარს გაუტოლდა - ასეთია ოფიციალური მაჩვენებელი, რომელიც "საქსტატმა" გამოაქვეყნა. "საქსტატის" პარალელურად, კვლევა ჩაატარა "ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმაც", ოღონდ სულ სხვა - ალტერნატიული მეთოდოლოგიით და სრულიად განსხვავებული შედეგი მიიღო. მათი მონაცემებით, საარსებო მინიმუმი ივლისის თვეში 315,4 ლარი გახლდათ, რაც ოფიციალურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩვენ დავინტერესდით, საიდან მიიღო ორგანიზაციამ ეს ციფრი?

Tuesday, August 26, 2014

როდის შეიცვლება საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა?

"თუ მთავრობას ვერწმუნებით, საარსებო მინიმუმის დადგენაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მას-მედია ამ მიმართულებით გააქტიურდა და ექსპერტებმაც განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს, საარსებო მინიმუმის დადგენის ახალ მექანიზმზე ხელისუფლებაც ალაპარაკდა. სულ ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყო და ახალი საარსებო მინიმუმი დადგინდება. თუმცა, როგორი იქნება იგი და რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ, ნოდარ ხადურს არ დაუკონკრეტებია. როგორ უნდა მოხდეს საარსებო მინიმუმის გათვლა და რა ცვლილებებს მოითხოვს არსებული მეთოდოლოგია, მთავრობის პოზიცია დღემდე არ არის ცნობილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როდის შეიცვლება საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა? / "სასურსათო კალათაში არ არის შეტანილი მწვანილი, კიტრი და სხვა პროდუქტები".

Sunday, August 24, 2014

თქვენ რა თანხა გჭირდებათ არსებობისთვის, ბატონებო?

ქეთევან კრიალაშვილი: `თქვენ რა თანხა გჭირდებათ არსებობისთვის, ბატონებო?"
საარსებო მინიმუმი 5 ლარით შემცირდა!
რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იარსებოს? შევარდნაძის დროინდელი მეთოდოლოგიით,რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე მოქმედებს, ჩვეულებრივი შრომისუნარიანი მოკვდავის არსებობისთვის, ყოველდღიურად 250 გრ.პური,150 გრ.კარტოფილი,20 გრ.ღორი სხორცი,ამავე რაოდენობის ღვინო და 5 გრ. საკონდიტრო ნაწარმი ყოფილა საკმარისი...

Wednesday, August 20, 2014

ორგანიზაციის განცხადება საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით

საქსტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმმა საქართველოში, 2014 წლის ივლისის თვის მდგომარეობით  144,7 ლარი შეადგინა. საქართველოში საარსებო მინიმუმის გაანგარიშებას, ეს ოფიციალური სტრუქტურა, სასურსათო კალათის ფულადი ღირებულების საფუძველზე,  სასურსათო და არასასურსათო კალათების 70/30 პროპორციების მიხედვით აწარმოებს. სასურსათო კალათის ფულად ღირებულებას, საქსტატი, 40 დასახელების პროდუქტის ჯგუფის მიხედვით ანგარიშობს. ამ პროდუქტების დღიური კვებითი ღირებულება კი, ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე  2 300,0 კ.კალორიას შეადგენს.

Sunday, August 10, 2014

პრაქტიკული ტრენინგ კურსი სახელმწიფო შესყიდვებში

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი გთავაზობთ ოთხკვირიან პრაქტიკული ტრენინგ კურსს სახელმწიფო შესყიდვებში - სახელმწიფო შესყიდვებსა და მათი ადმინისტრირების წესების ძირეულ მიმოხილვას საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით, შესყიდვების პროცესის დაგეგმვასა და მართვას კონკრეტული ქეისების გათვალისწინებით.

EPEC Executive Director participated SPLEP Training

The goal of this program is to share Polish know-how in educating social and political activists thereby reinforcing the human capital of future opinion-makers and decision-makers in Eastern Partnership countries. Over the long term, this project will contribute to building a network of young activists, creating bonds between all the countries involved and facilitating cooperation and exchange of contacts, ideas and projects for common activities.

Sunday, August 3, 2014

ქართულ-რუსული დიალოგი -კავკასიური სახლის ორგანიზებით

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შემდეგ სახელმწიფო უწყებებთან: ეკონომიკის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო (შემოსვლების სამსახურის თბილისი გაფორმების ზონა), ტურიზმის დეპარტამენტი და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან.