„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ სპეციალისტებმა საქართველოში საარსებო მინიმუმის დასადგენად სამი თვის განმავლობაში კვლევა აწარმოეს. კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი რეალურად, საკვები პროდუქტების შუალედური დანაკარგის გაუთვალისწინებლად 309 ლარი, ხოლო ამ დანაკარგის გამორიცხვით 317 ლარი უნდა იყოს და არა 150 ლარი
. – კვლევის შედეგები “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტმა რამაზ გერლიანმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს გააცნო, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 70 დასახელების საკვები პროდუქტის ფასზე დაკვირვებას აწარმოებდა. შკრებილების განცხადებით, “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ კვლევების მიხედვით შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი დღეში 2500 კილო კალორიაა დადგენილი. კვლევა საქართველოს მასშტაბით თბილისში, თელავში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდა, რომელიც აღმასრულებელ და საკანომდებლო ხელისუფლებას და ასევე სტატისტიკის სამსახურს განსახიველად გადაეცემა.
მარი კეკელიძე.
No comments:
Post a Comment