Pages

Thursday, May 15, 2014

ტრეინინგ კურსი - სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება

დასახელება:  ტრეინინგ კურსი - სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება
მომწოდებელი: ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი;
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი გთავაზობთ ოთხ კვირიან ტრეინინგ კურსს: სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირებაში -სახელმწიფო შესყიდვებსა და მათი ადმინისტრირების წესების ძირეულ მიმოხილვას საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით, შესყიდვების პროცეის დაგეგმვასა და მართვას კონკრეტული ქეისების გათვალისწინებით.

სამიზნე ჯგუფი:
საჯარო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე პირებისათვის, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების წარმოება თუ მართვა, მონიტორინგი და ადმინისტრირება. ასევე კურსის გავლა შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც.
კურსის მიზანი:
მსმენელები კურსის მიმდინარეობის განმავლობაში გაივლიან "სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირებასთან" დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსს, გაეცნობიან აღნიშნული დარგის თითოეულ მიმართულებაში, სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებას, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამშენებლო-სარემონტო სამუსაოების შესყიდვის სფეროში არსებულ წესებსა და ნორმებზე, ასევე მიიღებენ ყველა იმ პრაქტიკულ ცოდნას, ინფორმაციას, გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ მისცემს საშუალებას წარმატებით განახორციელონ შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები.
                
ტრეინინგ კურსი მოიცავს:
1. სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენს წესი (Common Procurement Vocabulary – CPV კოდები);
2. სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ფინანსური მონიტორინგი და შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან;
3. პრაქტიკული სავარჯიშო;
4. გამარტივებული შესყიდვა, შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე;
5. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენა, ბაზრის კვლევა;
6. სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა;
7. სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციისა და დეფექტური ასტების შედგენის თავისებურებები;
8. შესყიდვის ობიეტების თავისებურებები შესყიდვის განხორციელების პროცესში;
9. პრაქტიკული სავარჯიშო - სხვადასხვა შესყიდვის ობიექტებისათვის სატენდერო ოკუმენტაციის შედგენა;
10.სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებებისა და რედაქტირებების განხორციელება;
11.წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, ტენდერის შედეგების შეფასება, საექსპერტო დასკვნა, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების შედგენა;
12.პრაქტიკული სავარჯიშო - ქეისების განხილვა;
13.კონკურსი;
14.პრაქტიკული სავარჯიშო - საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენა;
15.კონსოლიდირებული ტენდერი, ერთობლივი ტენდერი;
16.სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან;
17.საგადასახადო სისტემის მოთხოვნები სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში, დღგ-ს ფაქტორი, რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების დაბეგვრის მეთოდები;
18.პრაქტიკული სავარჯიშო - ქეისების განხილვა;
19.ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და პუქნტები;
20.ინსპექტირება, ცვლიელებები და დამატებები ხელშეკრულებაში;
21.შესყიდვების საქმისწარმოება და დოკუმენტბრუნვა, ბრძანებები, ნებართვები და შეტყობინებები;
22.შეკითხვები და კომენტარები.
კურსის შედეგი:
კურსის გავლის შემდგომ მსმენელი გაიღრმავებს ცოდნას სახელმწიფო შესყიდვებისგანხორციელების პროცესების მართვის შესახებ, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კონტექსტში, შეიძენს იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც დაგროვებულია წლების მანძილზე სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. მსმენელი დამოუკიდებლად შეძლებს ორგანიზაციაში შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვას, იდენტიფიცირებას, ეფექტიანობის გაზომვას, ბიზნეს–პროცესის მონაწილეების განსაზღვრას.

ტრეინინგის მიმდინარეობა:
ტრეინინგი დაიწყება  2014 წლის 4-27  ივნისი
დრო: 19:30 – 21:30
დღეები: ოთხშაბათი, პარასკევი;
მისამართი: მელიქიშვილის 1/6, II სართული
ტელ: 995322309084
მობ: 595857700
ღირებულება 250 ლარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV-ები ელექტრონულ მისამართზე epecgroup@gmail.com  


განაცხადის მიღების  ბოლო ვადა: 03.06.2014

No comments:

Post a Comment