საქართველოში საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის კვლევა, მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობის ოპტიმიზაცია და საარსებო მინიმუმის გაანგარიშება - ეს ის საკითხები იყო, რომელიც ჟურნალისტებს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენლებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააცნეს.
ჯგუფმა კვლევა 70 დასახელების საკვები პროდუქტის ფასების მიხედვით 3 თვის განმავლობაში ჩაატარა. კვლევების მიხედვით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი დღეში 2500 კილოკალორიაა. ორგანიზაციამ კვლევა თბილისში, თელავში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩაატარა.
წყარო : http://www.ajaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=58353
No comments:
Post a Comment