Pages

Monday, May 26, 2014

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის კვლევის შედეგები

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“კვლევის მიხედვით საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი, რეალურად საკვები პროდუქტების შუალედური დანაკარგის გაუთვალისწინებლად, 309 ლარი, ხოლო ამ დანაკარგის გამორიცხვით 317 ლარი უნდა იყოს.
ამ ეტაპზე საქართველოში საარსებო მინუმუმი 150 ლარს შეადგენს, კვლევა კი 40 საკვები პროდუქტის ფასების მიხედვით წარმოებს. ცენტრის სპეციალისტები სამი თვის განმავლობაში, 8 რაიონის მიხედვით 70 საკვები პროდუქტის ფასებს იკვლევდნენ. მუშა ჯგუფმა დაადგინა, რომ შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი დღეში არა 2300, არამედ 2500 კილოკალორია უნდა იყოს. კვლევაში მოხვდა ბათუმის ბაზარიც, რომელზე დაყრდნობითაც აჭარაში საარსებო მინიმუმი 305 ლარით განისაზღვა. ორგანიზაციის წევრები მოუწოდებენ მოქმედ ხელისუფლებას მოხდეს საარსებო მინიმუმის გადახედვა და მის რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

ავტორები: ლანა ძაძამია, ლაშა თავდგირიძე, მირზა ციმნარიძე












No comments:

Post a Comment