Pages

Wednesday, October 30, 2013

მთავრობის 1 წლიანი მუშაობის ეკონომიკური შეფასება..

"ქართული ოცნების" მთავრობის დამტკიცებიდან ერთი წელი გავიდა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გაზრდილ უმუშევრობასა და შემცირებულ ინვესტიციებზე საუბრობს.


გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში შემცირებულია ვაჭრობის მაჩვენებელი და გაჩერებულია ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი. მისივე მტკიცებით, ბიუჯეტს წლის ბოლოს 600 მილიონიანი დანაკლისი ექნება.

ოპონენტთა საპასუხოდ ნოდარ ხადური 2013 წლის მესამე კვარტლის საინვესტიციო შედეგებზე პირველად ტვ3-თან საუბრობს. ნოდარ ხადურის მტკიცებით, 2013 წლის მესამე კვარტალში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა გასული წლის სამივე კვარტლის შედეგს აჭარბებს და საპარლამენტო უმცირესობის განცხადებებს ტყუილს უწოდებს.

ქვეყნის ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობის შეფასებისას ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრში შემცირებულ ეკონომიკურ ზრდასა და არაპროგნოზირებულ დეფლაციის მაღალ მაჩვნებელზე საუბრობენ.

თუმცა, ექსპერტი რამაზ გერლიანი 2013 წლის მაჩვენებლებს გასული ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი კი წლის დასაწყისში დაგეგმილი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის წლის ბოლომდე 2%-მდე შემცირებას  პროგნოზირებს.

მიზეზად პაატა შეშელიძე ახალი ხელისუფლების კერძო სექტორისთვის შექმნილ არასტაბილურ გარემოსა და ხელოვნურ  ბარიერებს ასახელებს.  "საქსტატს" 2013 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდისა და საინვესტიციო მაჩვენებლები ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია.

25.10.13
წყარო: TV3

No comments:

Post a Comment