15 ოქტომბერს 12 საათზე ეკონომიკური პოლიტიკი ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენლები თანამოქალაქეებთან ერთად პატივს მიაგებენ დავით სარაჯიშვილის ხსოვნას, მისი დაბადებიდან 165 წლისთავთან დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიის ეზოში,სადაც ის განისვენებს ხოლო 17:30 წუთზე ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში გადაცემის სახით ფართო საზოგადოებისთვის განიხილავენ მისი მოღვაწეობას.
მიგვაჩნია, რომ სარაჯიშვილის ღვაწლი და დიდება , მისი მოქალაქეობრივი საქმიანობა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის უნდა გახდეს ცნობილი, რადგან ის იყო ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილი, რომლის საქმენი მისაბაძი და საამაყოა. ჩვენი ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს რაც შეიძლება თვალსაჩინო გახდეს ჩვენი თანამემამულეთათვის სარაჯიშვილის მოღვაწეობა, კონფერენციების,სტატიებისა თუ გადაცემების სახით. დავით სარაჯიშვილს დღეს კონიაკის მწარმოებლად უფრო იცნობენ. ის უანგარო ქველმოქმედი იყო.დიდი წვლილი მიუძღვის არქიტექტურის განვითარებაში, წერა-კითხვის გავრცელებაში განათლების ხელშეწყობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დღევანდელი პირველი კორპუსის მშენებლობაში პირველმა შეიტანა 60 ათასი მანეთი (წარმოდგენისთვის დღევანდელი გადმოანგარიშებით დაახლოებით 6 მილიონი ლარი). მისი აგებულია ქაშვეთის ტაძარი, რომლის ეზოში განისვენებს. დავით სარაჯიშვილმა ანდერძით თავისი ქონების გარკვეული ნაწილი ეკლესია-მონასტრებს დაუტოვა. 225 ათასი მანეთი კი მუშა-მოსამსახურეებს გადასცა.
ერთად მივაგოთ პატივი ამ უდიდესი მამულიშვილის ხსოვნას, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ასეთი დიდი პიროვნება დავივიწყოთ.
No comments:
Post a Comment