2013 წლის 10 ოქტომბერს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამაზ გერლიანმა, ამირან კაპანაძემ და ქეთევან კრიალაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში “საზღვრების ტვირთი შავი ზღვის რეგიონში“
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებს ეკონომიკური განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ, მათ ჯერაც ვერ მოახერხეს სრულად მოეხსნათ ბარიერები, ხელს რომ უშლის საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილებას და საჭირო რეფორმებიც საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.საზღვრების ტვირთი შეიძლება შეფასდეს სამ სფეროში: მოგზაურობა და ტურიზმი, კომერცია და ვაჭრობა და ბოლოს სახელმწიფო ხარჯები სასაზღვრო ადმინისტრირების პროცედურებისა და უსაფრთხოების პროგრამებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა მოგზაურებისა და საქმიანი წრეებისა, სწორედ გადასახადის გადამხდელი ანაზღაურებს საზღვრების ხარჯებს. მაგრამ ეს მონეტის მხოლოდ ერთი მხარეა, საზღვრები ასევე განაპირობებს არამატერიალურ ხარჯებსა ან ზარალს.
ეს საკითხები დაისმება საერთაშორისო კონფერენციაზე " საზღვრების ტვირთი შავი ზღვის რეგიონში", რომელსაც უმასპინძლებს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა თავისუფლებისთვის (FNF), თავის პარტნიორებთან - საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდთან (GFSIS), თავისუფალი ეკონომიკის დახმარების საჯარო ასოციაციასთან (PAAFE) და უკრაინის ეკონომიკური კვლევებისა და პოლიტიკური კონსულტაციების ინსტიტუტთან - ერთად.
ამ კონფერენციის გამართვით ჩვენ იმედი გვაქვს გავააქტიუროთ საზოგადოებრივი მსჯელობა იმ სარგებელზე, რომელიც მოაქვს ღია საზღვრებს და რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობას შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში. ამ კონფერენციის მიზანია, ნათელი მოჰფინოს დაბრკოლებებს, გზაში რომ უდგანან თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას შავი ზღვის რეგიონში და ხელი შეუწყოს რეფორმების განხილვას, რომლებიც ხელს უწყობენ საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას.
No comments:
Post a Comment