Pages

Friday, August 16, 2013

ხდება თუ არა ლარის ხელოვნულად გამყარება?/ Commersant.Ge

ხდება თუ არა ლარის ხელოვნულად გამყარება? შეგახსენებთ: ეროვნული ვალუტა 6-აგვისტოდან 13 აგვისტოს ჩათვლით მყარდება.

როგორც „კომერსანტს“ „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტმა რამაზ გერლიანმა განუცხადა, ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზი შესაძლებელია სასოფლო-სამურნეო ბარათებიც იყოს, რადგან გადახდა არა ნაღდი ანგარიშწორებით, არამედ ბარათების საშუალებით ხდებოდა. მიზეზებს შორის ექპერტი ქვეყენაში შემცირებულ მშენებელობებს და ბიზნეს–აქტივობის შემცირებასაც ასახელებს.


მისი თქმით, ის ფაქტი, რომ 6%–იანი ზრდის პროგნოზი ვერ სრულდება ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს დადებითი სიგნალი ნამდვილად არ არის და დღეს მის ნახევარ ნიშნულზეც ვერ გავდივართ. თუმცა, გერლიანი ლარის გამყარებაში ჯერჯერობით საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ ზოგადად ლარის კურსის გამყარებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება და მსგავს შემთხვევებში როგორც წესი ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი პოლიტიკა უნდა გაატაროს.

Commersant.Ge

No comments:

Post a Comment