Pages

Friday, August 9, 2013

შეხვედრა მედიასთან

2013 წლის 12  აგვისტოს, ორშაბათს, 12 საათზე /ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“– წარმომადგენლები საინფორმაციო სააგენტო "რეი ლაით TV" –ის პრეს კლუბში  გამართავენ ბრიფგინგს  თემაზე:  პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით იპოთეკართა საკითხზე   წარდგენილი  " სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"  და " საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" პარლამენტის მიერ განხილვის სექტემბრამდე გადადება.


ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი  კანონპროექტი ზოგადად არის არასრულყოფილი და მასში ცვლილებების შეტანა აუცილებელი და გადაუდებელია, რადგან ის რეალურად ვერ უზრუნველყოფს  არსებული პრობლემის მოგვარებას და ის ორიეტირებულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის დროებით შეჩერებაზე.  ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საკითხი გაცილებით უფრო კომპექსურია, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესები და შესაბამისად უმოკლეს ვადაში, სამოქალაქო სექტორთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციით უნდა შემუშავდეს ახალი ინიციატივა, რაც პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული და არა მის დროებით შეჩერებაზე.


ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტს, რომ მზადაა ჩაერთოს ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის აქტივობაში, წარუდგინოს გარკვეული წინადადებები, რათა საკითხის განხილვა მოხდეს სხვადასხვა ჭრილში და ითვალისწინებდეს მომავალში მისი ხელმეორედ წარმოქმნის აღმოფხვრას. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ პარლამენტმა უმოკლეს დროში მიიღოს მორატორიუმი აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით  მანამ, სანამ არ იქნება ახალი კანონპროექტი შემუშავებული და მიღებული.

No comments:

Post a Comment