2013 წლის 3 აგვისტოს, შაბათს 11საათზე ა/ო „ეკონომიკური
პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“–ს წარმომადგენლები საინფორმაციო სააგენტო "რეი ლაით TV" –ის პრეს კლუბში, გამართავენ
ბრიფინგს თემაზე: საქართველოში სამომხმარებლო კალათა და საარსებო
მინიმუმი“
საარსებო მინიმუმის სწორი განსაზღვრა, გაანგარიშება
უშუალო კავშირშია საზოგადოების კეთილდღეობასთან და ამ კუთხით პირველ რიგში
სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, როგორც საზოგადოების მინიმალური სოციალური
გარანტორი, რომ მან შეძლოს საარსებო მინიმუმთან ოპტიმალურად შეხამებული ხელფასის
ქვედა ზღვრის ანუ “მინიმალური ხელფასის” განსაზღვრა. აგრეთვე სხვა საჭირო
სოციალური გარანტიების განსაზღვრაც (პენსიები სოც.შემწეობა და სხვა), რომლებმაც
უნდა უზრუნველყონ საზოგადოების მარტივი კვლავწარმოება მაინც.
ხშირად ისმის საკითხთან დაკავშირებული ის პრობლემლებე,
რომ ვერ ხდერხდება პენსიების მომატება და სხვა სახის სოცილური დახმარებების
გაანგარიშება, იმის გამო, რომ არ არის დათვლილი საარსებო მინიმუმი, რაც
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საჭიროა უმოკლეს დროში გატარებული იქნეს სწორი
სოციალური პოლიტიკა.
დანიტერესებულ პირებს და მედია წარმომადგენლებს გთხოვთ
მობრძანდეთ საინფორმაციო სააგენტო
"რეი ლაით TV" –ის პრეს კლუბში,მისამართზე: ქ, თბილისი, მცხეთის ქ.
N 28
No comments:
Post a Comment