რეი ლაით TV” - ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტმა, რამაზ გერლაინმა, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემა პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით იპოთეკართა თემაზე წარდგენილი " სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და " საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" პარლამენტის მიერ განხილვის სექტემბრამდე გადადებას შეეხო.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ზოგადად არის არასრულყოფილი და მასში ცვლილებების შეტანა აუცილებელი და გადაუდებელია, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი რეალურად არ გულისხმობს არსებული პრობლემის მოგვარებას და ის ორიექტირებულია მხოლოდ და მხოლოდ შეჩერებაზე 6 თვის ვადით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრობლემა გაცილებით უფრო კომპექსურია, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესები და შესაბამისად უმოკლეს ვადაში, სამოქალაქო სექტორთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციით უნდა შემუშავდეს ახალი ინიციატივა, რაც პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული და არა მის დროებით შეჩერებაზე.
ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტს, რომ მზადაა ჩაერთოს ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის აქტივობაში, წარუდგინოს გარკვეული წინადადებები, რათა საკითხის განხილვა მოხდეს სხვადასხვა ჭრილში და ითვალისწინებდეს მომავალში მისი ხელმეორედ წარმოქმნის აღმოფხვრას. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ პარლამენტმა უმოკლეს დროში მიიღოს მორატორიუმი აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით მანამ, სანამ არ იქნება ახალი კანონპროექტი შემუშავებული და მიღებული.
No comments:
Post a Comment