არასამთავრობო
ორგანიზაციამ ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა’’ „Friedrich Naumann Foundation’’-ის პროექტ “Freedom and Economic
Freedom - Private Property as a Guarantee of Freedom”-ის ფარგლებში, ამა წლის ოქტომბრის
თვეში, საქართველოს 7 უნივერსიტეტში, მათ შორის თბილისის 6 უნივერსიტეტსა და თელავის იაკობ გოგებაშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა ლექციები
თემაზე: „თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო
საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი’’.
ლექციები გამართეს: რამაზ გერლიანმა - „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი“-ს პრეზიდენტი
და მათე გარდავამ - „ეკონომიკური პოლიტიკის
ექსპერტთა ცენტრი“-ს დამფუძნებელი.
ლექციები
ეთმობოდა სტუდენტებისათვის ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ეკონომიკური
მნიშვნელობების გაცნობას, ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების
ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრასა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული ეკონომიკური
თავისუფლების აქტუალიზაციას.
თითოეულ
უნივერსიტეტში სალექციო კურსის ფარგლებში მოხსენებები გაკეთდა შემდეგ საკითხებზე:
1.
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თავისუფლების და ეკონომიკური
თავისუფლების როლი ეკონომიკურ პოლიტიკაში; (10 ოქტომბერი)
2.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი - კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი;
(16 ოქტომბერი)
3.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის
სასწავლო უნივერსიტეტი - კერძო
საკუთრება და ეკონომიკურითავისუფლების დონე საქართველოში;
(17 ოქტომბერი)
4.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკური თავისუფლება - გლობალური კრიზისიდან
ლოკალურ წარმატებამდე;
(20 ოქტომბერი)
5.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლების
ინდექსები; (27 ოქტომბერი)
6.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტი - კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლება; (28
ოქტომბერი)
7.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება - კერძო
საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი. (29 ოქტომბერი)
ლექციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ ლექციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
No comments:
Post a Comment