,თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი,- ” აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ ლექცია გამართა თემაზე: „თავისუფლების და ეკონომიკური თავისუფლების როლი ეკონომიკურ პოლიტიკაში’’. ლექციების მიზანი სტუდენტებისათვის ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობების გაცნობა; ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული ეკონომიკური თავისუფლების აქტუალიზაციაა.
ქეთევან კრიალაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი: ,,თავისუფლების და ეკონომიკური თავისუფლების როლი ეკონომიკურ პოლიტიკაში’’ ამ თემაზე ისაუბრეს სტუდენტებთან ჩვენმა ექსპერტებმა, რამაზ გერლიანმა და ირაკლი მაკალათიამ. ჩვენდა სასიხარულოდ ლექციაზე დასწრების სურვილი გაცილებით მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ვიდრე ვვარაუდობდით.
მინდა აღვნიშნო, რომ მონაწილე სტუდენტებზე გაიცემა ლექციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ “ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის” მიერ დაგეგმილ კონფერენციაში. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მასშტაბით 13 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული.
წყარო: http://tesau.edu.ge/new/?p=9094
No comments:
Post a Comment