რამდენიმე თვის წინათ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენის აკრძალვა გააუქმა, ფაქტობრივად, ერთნაირ რეგულირებაში მოექცნენ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.
ისეთ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქეები მასობრივადარაკონკურენტუნარიანნი არიან საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისმსურველთა მასასთან, ახალი კანონპროექტის მიზანია, უცხოელისთვის შექმნასგანსაკუთრებული რეგულირება სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში ქონასთანდაკავშირებით. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულიგადაწყვეტილების შემდეგ უცხოელები, ძირითადად, ინდოელები და არაბები,საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს მასობრივად ყიდულობენ.ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის თანამშრომლებმა არსებულ კანონშიცვლილებების შეტანა მოითხოვეს. რა საშიშროებას ხედავენ ეკონომისტები? ამ თემაზე“საქართველო და მსოფლიოს” ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ერთ-ერთიხელმძღვანელი ქეთი კრიალაშვილი ესაუბრა.
_ ახლახან დამტკიცდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტიმიწის შესახებ, მაგრამ ეკონომისტებსა და ამ დარგის სპეციალისტებს კანონთანდაკავშირებით პრეტენზიები გაქვთ. აღკვეთს თუ არა აღნიშნული კანონი უცხოელებზემიწების მიყიდვას?
_ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომ მიწა უცხოელებს არ მიეყიდოს, აღნიშნული კანონის თანახმად, შედეგს არ მოიტანს, რადგან პრობლემა არ მდგომარეობს იმაში, აიკრძალება თუ არა მიწების მიყიდვა უცხოელებზე. პრობლემის მთავარი არსი ისაა, თუ რატომ აინტერესებს და რატომ უნდათ უცხოელებს ქართული მიწის ყიდვა, ამაზე მოგვიანებით გეტყვით.
საქართველოში, კარგა ხანია, უცხოელები მიწების ყიდვით არიან დაინტერესებულნი.კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ არის ინიცირებული, უცხოელებსაიძულებს, გამონახონ შემოვლითი გზები, რათა დაეპატრონონ ქართულ მიწებს, ანუ მათშეუძლიათ, ნახონ საქართველოში ნდობით აღჭურვილი პირები და მათი საშუალებითიყიდონ მიწები. ქართველებს არ აქვთ მიწის საყიდელი ფული, ამიტომ ეს კანონიგამოიწვევს არაფორმალურ გარიგებებს ქართველებსა და უცხოელებს შორის. სწორედამის ეშინია მთავრობას, რომ უცხოელები მიწებს ქართველების დახმარებით ჩაიგდებენხელში.
_ მაინც რა იწვევს ჩვენი მიწებისადმი უცხოელების ასეთ დიდ ინტერესს?
_ 2011-2012 წლებში ქართული მიწა ბაზარზე 1კვ მ, დაახლოებით, 5-7 თეთრი ღირდა.დიდი ხანია, ამ საკითხს ვიკვლევთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უცხოელების ასეთდაინტერესებას ქართული მიწით მხოლოდ ფასი განაპირობებს. მსგავსი ნაყოფიერიმიწის შეძენა ხომ სხვაგანაც შეუძლიათ, მაგრამ იქ ძვირია. 2011-2012 წლებშიპრივატიზება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით მიმდინარეობდა. ახალმახელისუფლებამ მიწების პრივატიზება სწორედ ამიტომ შეაჩერა. 2011-2012 წლებისგანმავლობაში სახელმწიფომ აუქციონების შედეგად 21 მილიონი ლარი მიიღო.
_ ასე კაპიკებად ჩაიგდეს ხელში მიწები? არსად გამიგია, რომ მიწა 5-7 თეთრი ღირდეს.
_ იყო დიდფასიანი მიწებიც, ძირითადად, სიღნაღსა და ზღვისპირა ზოლში. იქ ძალიანდიდი ფართობები გასხვისდა. მიწების 80%-ს სახელმწიფო ფლობს, მიზეზიც იმისა, რომბაზარზე მიწის ჭარბი მიწოდებაა, სწორედ ეს არის. თუ ასე გაგრძელდა, 20 წელიწადშიმიწების პრივატიზება დასრულდება. საჭიროა, კერძო საკუთრების ფორმირება, ამიტომპრივატიზება ყველანაირად უნდა მოვახერხოთ და დავაჩქაროთ, მაგრამ როგორ? მიწებიწინა წლებში სახელმწიფოს გამოჰქონდა გასაყიდად; მართალია, 5-7 თეთრი ღირდა,მაგრამ გამოჰქონდა საკმაოდ დიდი ლოტებით, დიდი ფართობებით და შესაბამისად, გლეხს, რომელსაც ეს მიწა უნდა ეყიდა, საკმარისი თანხა არ ჰქონდა. ბევრმა არც ისიცოდა, როგორ მოეხერხებინა პრივატიზება ელექტრონული აუქციონით. მოკლედ,მივიღეთ ის, რომ სხვადასხვა დაინტერესებული პირის ხელში აღმოჩნდა მიწები. ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია, დაჩქარდეს პრივატიზების პროცესი და ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესს. პირველი და უმთავრესია, რომ მიწები თანაბრად, უფასოდ გადაეცეს ყველა მოქალაქეს. ვამბობთ, უფასოდ, მაგრამ სახელმწიფოს ამით წელიწადში დაახლოებით 49 მილიონი ლარის მიღება შეუძლია.
_ როგორ?
_ რეესტრში გადაფორმებით, მიწის გადასახადიდან, შემდეგ შემოსავლიდან. არ მინდა, მკითხველი დავაბნიოთ: როდესაც მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ სახნავ-სათესი მიწები იგულისხმება. არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს საუბარი სტრატეგიულ ობიექტებზე: ტყეებზე, კულტურულ ბაღებზე და ა. შ.
ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება პრიორიტეტულია. იმისათვის, რომ გავზარდოთ წარმოება, აუცილებელი პირობაა, დამუშავებული მიწის ფართობების რაოდენობა გაიზარდოს. მიწები კი სახელმწიფოს ხელშია და მის დამუშავებას ვერ ახერხებს, ამიტომ ამ მიწების გადაცემა მოსახლეობაზე უსასყიდლოდ უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე სახელმწიფო მიწის ფართობების 20%-ზე ახდენს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას და ამ 20%-ით ცდილობს ჩვენი მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებას.
როდესაც გლეხის საკუთრებაში არსებული მიწის გვერდით არის სახელმწიფო მიწა,რომელიც 5 თეთრი ღირს, ე.ი. გლეხის ქონებაც 5 თეთრი ეღირება, გამოდის, რომ ჩვენგვყავს ძალიან ღარიბი გლეხი. აქედან გამომდინარე, ამ 5-თეთრიანი მიწის გამო გლეხსარც ერთი ბანკი კრედიტს არ მისცემს და ეს ასეც არის.
შეიძლება დღეს მიწის გაყიდვა შეჩერებულია, მაგრამ ქართველი არსებული პირობებით მიწის ყიდვას კარგა ხანს ვერ მოახერხებს; სამაგიეროდ, მოახერხებს უცხოელი ქართველის ხელით _ უცხოელს გაღატაკებული ქართველი გლეხის მომადლიერებაც შეუძლია და თავადაც კმაყოფილი დარჩენა.
_ რატომ არის საშიში უცხოელებზე მიყიდვა? ოღონდ მიწა დამუშავდეს... გადასახადებსბიუჯეტში ისინიც ხომ შეიტანენ?
_ სამხრეთ ოსეთში ქართველებს მიწები პრივატიზებული არ ჰქონდათ დატერიტორიების დაკარგვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს გახდა _ კერძოსაკუთრებაში მიწების არ არსებობა. იმ მიწების 90% საქართველოს მოქალაქეების ხელშირომ ყოფილიყო, ოკუპირება იქნებოდა დროებითი პროცესი, რომელიც გაცილებითადვილად მოგვარდებოდა. მიწებს პატრონი რომ ჰყოლოდა, მხოლოდ გზების ოკუპირებამოხდებოდა, რადგან კერძო საკუთრება ფასდაუდებელი ღირებულებაა, ფუნდამენტი დაუდიდესი მიზეზი იმისა, რომ მოხდეს მისი დაცვა.
თუ სახელმწიფო შიშობს, მიწები უცხოელებმა არ იყიდონ, თუ აჭარაში თურქეთიზაციის საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაშინ გადავცეთ სახნავ-სათესი მიწები საქართველოს მოქალაქეებს უსასყიდლოდ და მივცეთ საშუალება გლეხებს, დაამუშავონ. ასე უცხოელებისთვის მისაყიდი მიწა აღარ დაგვრჩება.
ბერლინის კედელი როდესაც დაინგრა, გერმანელებმა საკუთარ მოქალაქეებს მიწები უსასყიდლოდ გადასცეს, ამით ფული არ უკეთებიათ, მაგრამ ფულმა თავად დაიწყო ბრუნვა და დიდი შემოსავალიც მოიტანა. ამუშავდა მთელი რიგი მექანიზმებსა, მიწები ჰქონდა ფონდს და ის აბრუნებდა ამ ფულს ეკონომიკაში. ხალხს ფული არ დაუხარჯავს, მაგრამ ფული მიმოქცევაში იყო და მიწებიც ნელ-ნელა გადადიოდა კერძო საკუთრებაში.
გლეხებს უნდა მივცეთ მიწა, მივცეთ საშუალება, თვითონ გადაწყვიტონ, რა დათესონ. თუ ახლა საქართველოში მიწა 5 თეთრი ღირს, გლეხის ხელში გადასულ მიწას ფასი მოემატება, გასასხვისებელი მიწებიც აღარ დარჩება, ბანკები დაინტერესდებიან, კრედიტების გაცემას დაიწყებენ, გლეხი შეძლებს საუკეთესო ჯიშის კულტურების დათესვას, რაც მომავალში უკეთესად გაიყიდება ბაზარზე.
აი, ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, თუ მართლა უნდა, რომ საუკეთესო მიწის ნაკვეთები უცხოელთა ხელში არ აღმოჩნდეს და ქვეყანა საფრთხის წინაშე არ დადგეს.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
08 10 2014 11:15:14
No comments:
Post a Comment