Pages

Wednesday, October 1, 2014

„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები ჩვენს მოქალაქეებს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ“


ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი, ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანიმიიჩნევს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის 70%-იანი წილი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად უნდა განაწილდეს. ამით სახელმწიფო ხაზინა პირდაპირი სახით მიიღებს მოსაკრებელს, ასევე, მიიღებს ყველა საიჯარო გარიგებიდან დამატებით შემოსავალს გადასახადის სახით და, ამავდროულად, სახელმწიფო ხაზინაში შემოვა გაზრდილი ინვესტიციები. ყველაფერი ეს კი სოფლის განვითარებას და ეკონომიკურ აქტივობას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ For.ge რამაზ გერლიანს ესაუბრა.


რას ეფუძნება თქვენი ინიციატივა და არის კი ხელისუფლება მზადსახელმწიფოს საკუთრებაშიარსებული მიწის აქტივი მოქალაქეებს დაურიგოს

- საბაზრო ეკონომიკა კერძო საკუთრების დომინირებაზეა დაფუძნებული. თუ კერძო საკუთრება დომინირებული არ არის სახელმწიფო საკუთრებასთან მიმართებით, ამ შემთხვევაში, უკვე ზედმეტია საუბარი საბაზრო ეკონომიკაზე. ეს ფუნდამენტური პრინციპია. ჩვენ, როგორც პოსტსოციალისტურ ქვეყანას, დიდი ოდენობით აქტივები შემოგვრჩა ხელში სახელმწიფო საკუთრების სახით, სახელმწიფო ეკუთვნით მოქალაქეებს, შესაბამისად, ეს აქტივებიც უნდა გადანაწილდეს მოქალაქეებზე, მათ შორის, უნდა გადანაწილდეს მიწა. სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსის უდიდესი ნაწილი, 70 %-ზე მეტი სახელმწიფოს ხელშია.

ჰექტრობით რამდენს მოიცავს ეს აქტივი?

- დაახლოებით 300 ათასი ჰექტარი არის სახნავი მიწა, ხოლო სათიბი და საძოვარი დაახლოებით მილიონ ასიათას ჰექტრამდეა.

ანუ საკმარისი რაოდენობაა ჩვენისთანა მცირემიწიანი ქვეყნისთვისრომ ხალხზე გადანაწილდეს?

- მიუხედავად იმისა, რომ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, ჯერ კიდევ ნახევარზე მეტი მიწის აქტივი სახელმწიფოს ხელშია. ეს კიდევ უფრო ამცირებს კერძო საკუთრებაში არსებული მიწების რაოდენობას და, ზოგადად, მიწის რესურსის აქტივების გამოყენებას.

ფიქრობთრომ სახელმწიფოს ხელში ჩვენი მიწები უფასურდება?

- რასაკვირველია. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო არ ხნავს, არ ამუშავებს მიწას. მის კეთილდღეობაში ეს მიწები არ არიან ჩართულნი და მათგან ეკონომიკური აქტივობის შედეგად მიღებული შემოსავალი არ არსებობს. რეალურად, როდესაც სახელმწიფო ჭარბი მიწოდებით, ამხელა, უზარმაზარი მასით გამოდის ბაზარზე და მიწას ყიდის მოქალაქეებზე, ამ აქტივის საფასური ძალიან მცირეა. საშუალოდ, ერთი კვარდატული სასოფლო-სამეურნეო სახნავი მიწა 11 თეთრამდე ადის. 11 თეთრი მაქსიმუმია, თორემ სათიბი კიდევ უფრო ნაკლები ღირს.

ანუ უცხოელები ასე იაფად იძენენ მიწას და მათთვის სხვა ფასი არ არსებობს?

- აბსოლუტურად სხვა ფასი არ არის. მე ვამბობ, როცა აუქციონების წესით ღიად იყიდება მიწა, ეს არის მაქსიმუმის ფასი ერთი კვადრატის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან იაფია, ჩვენი მოქალაქეების მსყიდველობითი უნარი იმდენად დაბალია, რომ ჰექტრის საფასურად 1100 ლარიც არ აქვთ.

თქვენ ამბობთრომ ქართული მიწის ფასი იმდენად მწირიარომ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს,მასზე დათესილი დროებითი კულტურა ბევრად უფრო ძვირად ფასობს

- დიახ, ეს ქართული პარადოქსია, როდესაც 11 თეთრი ღირს ერთი კვადრატული მიწა, ხოლო მასზე მოყვანილი დროებითი კულტურა ღირს 10-ჯერ, 11-ჯერ და 12-ჯერ უფრო ძვირი. არ შეიძლება ასეთი პარადოქსი არსებობდეს. უცხოეთში ამ ოდენობის მიწის საფასური 600, 700, 800-ჯერ მეტია. 25 ევროა ევროპაში მინიმუმ ერთი კვადრატული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი. ეს არის კიდევ მეორე პარადოქსი, რაც ღია ეკონომიკებს შორის არ შეიძლება არსებობდეს. საუბარია ქართულ მიწაზე, რომელიც თავისი თვისობრიობით, შემოსავლიანობით არაფრით ჩამოუვარდება უცხოეთის მიწას. უცხოეთს თავი რომ დავანებოთ, ადგილზეც კი გვაქვს პარადოქსი, როცა ერთწლიანი მარტივი კულტურის საფასური, მაგალითად, ერთი კილო კარტოფილის საფასურიც კი მიწის საფასურს 12-ჯერ ჭარბობს. მოგეხსენებათ, ერთი კილო კარტოფილი მარტო არ მოდის ამ ერთ კვადრატულ მიწაზე. სანამ სახელმწიფოს მიერ ბაზარზე გამოტანილ მიწას ასეთი ფასი აქვს, კერძო მესაკუთრეთა ხელში არსებულ მიწებსაც ანალოგიური ფასი აქვთ. ბაზარი ერთია და ზიარჭურჭლის პრინციპით მიეწოდება ერთიანად ამ ბაზარს ეს მიწები.

თქვენი ინიციატივა თუ გააცანით ხელისუფლებას?

- ხელისუფლებას წერილობითაც მივმართეთ, შემდეგ შევხვდით თეა წულუკიანის მოადგილეს. სამწუხაროდ, ის ეკონომისტი არ არის და იდეის დონედ მიიჩნია ეს ყველაფერი. არადა, ერთადერთი მართებული გზა უმოკლეს დროში კერძო საკუთრება ჩამოყალიბდეს და ფორმირდეს, უსასყიდლოდ მოქალაქეებზე ამ აქტივების თანაბრად გადანაწილებაა.

საქართველოში არაქართული მოსახლეობით დასახლებული რეგიონებიაგამრავლების დონითისინი ქართველებს სჭარბობენხომ არ მოხდებარომ მათ უფრო მეტი რაოდენობის მიწებიშეხვდებათ ერთ კონკრეტულ რეგიონში და ეს კიდევ მეტ პრობლემას გამოიწვევს ჩვენთვისმითუმეტესისინი უფრო დამოკიდებულნი არიან მიწაზექართველები კი რატომღაც უკვეგადაეჩვივნენ მიწაზე შრომას.

- ჯერჯერობით საქართველოში, მადლობა უფალს, ეთნიკურად ქართველები ბევრნი ვართ. იმის გამო, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, ეთნიკური ნიშნით მიწის გამოყოფას ვერ შევზღუდავთ, ეს უსამართლობა იქნება. ისედაც მუდმივად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ ხდება მიწების გასხვისება? გარკვეულად, დღესაც დაშვებულია უცხოელებზე 5 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე მიწის გაცემა. ამით ჩვენ ჩიხში შევალთ. ამიტომ ყველას თანაბრად უნდა გაუნაწილდეს, ვინც კი საქართველოს მოქალაქეა. სხვა უკეთესი გზა არ ჩანს. როდესაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად გვექნება ჩვენ-ჩვენი აქტივი გადანაწილებული, ჩვენს საკუთრებას შემდგომ ვისზეც გვინდა, იმაზე გავყიდით. ეს უკვე ჩვენი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ პრობლემას აგვარებს ბაზარი და თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა მოქალაქეებს შორის.

ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ელითრომ ქართველი ადამიანირომელიც უკვეგაზარმაცებულია და მიწაზე აღარ არის დამოკიდებულიდაუბრუნდება თავის პირვანდელსამუშაოსანუ მიწათმოქმედებას

- რასაკვირველია, ეს ამ პრობლემასაც გააუმჯობესებს. შესაძლოა, პირდაპირ მესაკუთრე არც კი დასაქმედეს ამ მიწაზე, მაგრამ მან იჯარით მისცეს კუთვნილი მიწა ნებისმიერ სუბიექტს და ამით მიიღოს შემოსავალი, რაც მის კეთილდღეობას გაზრდის. პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება.

ეს მიწები უფასოდ უნდა გაიცეს?

- დიახ, თუ უფასოდ არ გადაეცათ, ჩვენი მოქალაქეების მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, კიდევ 20 წელიწადი მოგვიწევს ლოდინი და ამ 20 წელიწადს საქართველოს ეკონომიკა უკეთეს შედეგს ვერ მოიმკის.

ზოგადადმიწისროგორც გაუმრავლებელიამოწურვადი რესურსის უცხოელებზე გადაცემისპროცესს დიდი გამოხმაურება მოჰყვათქვენ როგორ უყურებთ ამ პრობლემას?

- სანამ საქართველოს მოქალაქეების ხელში არ გადასულა ეს აქტივი, მანამდე ეს პროცესი ნაკლებად მომგებიანია ქვეყნისთვის, რადგან ძალზე იაფია მიწის აქტივის ღირებულება. ჯერ გადასცენ საქართველოს მოქალაქეებს სრულად და მერე უკვე საქართველოს მოქალაქეები თავიანთ კერძო საკუთრებას გაყიდიან და, კი ბატონო, იყიდოს იმ უცხოელმა, ოღონდ, რეალურ ფასად. ამას წინათ ინდოელი, ვინმე სინხი გამოვიდა, რომელმაც თქვა, ინდოეთში ერთი ჰექტარი მიწა გავყიდე და აქ ვიყიდე 100 ჰექტარიო. ამიტომ, როცა რეალური ფასი ექნება მიწას, ვერც სინხი და ვერც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთი ჰექტრის ფასად აქ 100-ს ვერ იყიდის და, ბუნებრივად, სურვილი დაეკარგებათ, სპეკულაციის მიზნით ჩადონ აქ თავიანთი ფინანსები. ეს არის ბუნებრივი შემზღუდავი ფაქტორი. ხოლო ის შეზღუდვა იყო ფორმალური, რომელსაც უამრავი შავი ხვრელი დარჩა. შესაძლოა, ფორმალურად, ქართველზე იყოს მიწა გაფორმებული და ამ დროს რეალურად უცხო ქვეყნის მოქალაქის განკარგვაში აღმოჩნდეს.

ან ფიქტიურად დაქორწინდეს საქართველოს მოქალაქეზე და მიწა მიიღოს.

- უამრავი გზა არსებობს, ეს კანონის ხარვეზია, ამიტომ ყველაზე ჯანსაღი პროცესია, მიწას ჰქონდეს რეალური ფასი. წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქემ 11 თეთრის ნაცვლად, ერთ კვარდატულ მიწაზე რომ მიიღოს 2 დოლარი, გამოდის, პოტენციურად საქართველოში მილიონი კვადრატული სახნავი მიწა მოიზიდავს დაახლოებით 20 მილიარდის ინვესტიციას. რასაკვირველია, ეს სრულად არ იქნება ინვესტირება, მაგრამ ამის პოტენციალი გააჩნია.

 სად მოქმედებს მსგავსი სქემა?

- პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან ანალოგიური სიტუაციაა და ყველგან ეს პროცესი დაუცველია. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, თითქმის ყველგან აქტივები გადავიდა კერძო საკუთრებაში. ერთ-ერთ მაგალითად დავასახელებ გერმანიას, რომლის ნახევარიც იყო საბჭოური და ნახევარი-დემოკრატიული. მათთან უფროსი ძმის როლი შეასრულა გერმანიის დემოკრატიულმა ნაწილმა და ფული მისცა მოქალაქეებს. იქ ფულით მოხდა მიწების გადაცემა. სამწუხაროდ, ჩვენ უფროსი ძმა არ გვყავს, აქედან გამომდინარე, მიწა უსასყიდლოდ უნდა გავცეთ. ანალოგიური სქემა დაახლოებით ორნახევარი საუკუნის წინ ამერიკაში განხორციელდა, როცა უსასყიდლოდ დოღი მოუწყეს მოქალაქეებს და, ვინც პირველი მიასწრებდა, ის დაისაკუთრებდა ამა თუ იმ ნაკვეთს. ეს იმიტომ, რომ მოქალაქეები გაეხადათ მესაკუთრეები და პროლეტარები საქმოსან ხალხად ექციათ.

ალბათსიღნაღელი ან საქართველოს სხვა მობინადრე იქვე აიღებს მიწის ნაკვეთსსადაც ცხოვრობს,მაგრამ თბილისელმა სად შეიძლება აიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი?როგორი იქნება გადანაწილების პროცესი

- ეს საინტერესო თემაა და, ძირითადად, ამ საკითხის ირგვლივ იბნევიან ხოლმე მოქალაქეები. რეალურად, მიწის დარიგება თუ დავიწყეთ, ზოგს აღმართი შეხვდება, ზოგს ჭაობი, მაგრამ, როცა მოქალაქეებს მივცემთ საშუალოდ შეფასებული აქტივის თანაბარ ღირებულებას (მაგალითად, პლასტიკური ბარათის სახით), მასზე ყველას საკუთარი წილი აქტივი ექნება. მათ შეეძლებათ, ამ პლასტიკური ბარათით თბილისში იყიდონ 100 კვადრატული მიწა, მესტიაში-500, ზუგდიდში კი - 6 ჰექტარი. ანუ დაჭაობებულ მიწას მეტს იყიდიან.

სადაც მოისურვებენ, იქ შეიძენენ მიწას. უბრალოდ, განსხვავება იქნება რაოდენობაში, რადგან არ შეიძლება თბილისის მიწის 500 კვადრატი შევაფასოთ ზუგდიდის რაიონში არსებულ 500 კვადრატულ მეტრთან. მათ სხვადასხვა საბაზრო ღირებულება აქვთ.

მიწის ყიდვის ლიმიტი თითო ადამიანზე რამდენი იქნებამაგალითადზვიად გამსახურდიასპეროდში 600 კვადრატული მიწა რიგდებოდა თბილისის შემოგარენში.

 - დაახლოებით, საშუალოდ რომ ვთქვათ, კვადრატულობით, საუბარი არის ნახევარ ჰექტარზე. მაგრამ რეალურად ეს უნდა გაითვალოს და ქულების მიხედვით ყველაზე თანაბრად უნდა განაწილდეს. მოქალაქეებს შორის სწრაფად გადანაწილების პროცესს, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 6 თვე დასჭირდება.

ამ თემას ირიგაციის სისტემაც უნდა მიებასთორემ თავისთავად, მიწის დარიგება არაფერიათუ ამწყლით სავსე ქვეყანაში შეზღუდვები იქნება წყლის მიწოდებასა და მოსავლის მორწყვასთანდაკავშირებით.

- ამ თემაზეც გვიფიქრია, არა მარტო ირიგაციის, დრენაჟების შესახებაც ვფიქრობთ. აღმოსავლეთ საქართველოში თუ გვჭირდება მორწყვა, დასავლეთში, პირიქით, გვჭირდება დაშრობა. კერძო მესაკუთრეებს სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი, ერთჯერადად გაკეთებული ირიგაციის სისტემა მწყობრში მოვა. თორემ, სხვაგვარად გვახსოვს ხუთი წლის წინ ამოწმენდილი არხები, რომლებიც დღეს იმავე მდგომარეობშია.

პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანარომ ჩვენს მიწას განსაკუთრებული მადლი აქვს და ყველანიქალაქში კი არ უნდა გამოიქცნენარამედ სოფელს მიხედონმათ შორისსაზღვრისპირა რეგიონებს,სადაც მცოცავი ოკუპაციაათქვენი ინიციატივაც ესადაგება პატრიარქის სურვილს

- ჩვენი ინიციატივა შეესაბამება უწმინდესის ინიციატივას. თავის დროზე უფრო მეტად რომ მოესმინათ ეს მოწოდება ხელისუფლებებს, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ მოქალაქეების მოწოდება და აქტიურობა ამ გლობალურ პროცესში არ არის საკმარისი. აქ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები.

რა არის ის უარყოფითირის გამოც სახელმწიფოს არ უნდა აწყობდეს მიწების ხალხისთვისსარგებლობაში გადაცემაეს მხოლოდ იმითაა განპირობებულირომ სახელმწიფოს თავად სურსმიწის გაყიდვით სარგებელი მიიღოსთუ სხვა მიზეზიცაა?

- სანამ მივლენ ხელისუფლებაში, შესაძლოა, ამ სასარგებლო ინიციატივის განხორციელება კიდეც სურდეთ, მაგრამ შემდგომ, როცა თვითონ წყვეტენ, თუ ვის მისცენ მიწა, რომელი ხელისუფალი მოისურვებს დათმოს ეს აქტივი? ეს ხომ მათ გარკვეულ ძალაუფლებას მატებს, ისინი ხომ თვითონ განკარგავენ მიწას? ამიტომ, თუ საზოგადოებამ არ მოითხოვა, ისინი თავიანთ ძალაუფლებას ვერ შეელევიან. სანამ ხელისუფლების მხრიდან ხდება ამ სახის ოპერაციები, ბაზარი ვერასდროს იქნება თავისუფალი. გვახსოვს ის აჟიოტაჟიც, როცა 1 ლარად გადასცეს გარკვეული აქტივები ცალკეულ ადამიანებს, თუმცა იმ ლარს მიღმა ბნელ და არაფორმალურ ეკონომიკაში ვიღაცამ რაღაც საჩუქარი ან სარგებელი მიიღო. როცა ხელისუფლება ამ პროცესს გაეთიშება, დასამალი არაფერი იქნება. კერძო მესაკუთრე და ინვესტორი პირისპირ დადგებიან და თავად მორიგდებიან. ან თუ ვერ მორიგდებიან, სხვა აქტივს მოძებნიან. ეს ბუნებრივად დარეგულირდება. თუ მიწას სახელმწიფო გადასცემს მოქალაქეებს, წლის განმავლობაში მოსაკრებლის სახით სახელმწიფო მიიღებს 49 მილიონს, მაშინ როცა აუქციონების გზით პრივატიზებით ორ წელიწადში მიიღო 21 მილიონი ლარი. ეს ადასტურებს, რამდენად უპირატესია, თუ ჩვენ მოქალაქეებს უსასყიდლოდ გადავცემთ მიწას.



წყარო:  http://for.ge/view.php?for_id=36164&cat=3  

მანანა ნოზაძე

2014-10-01 14:00:41

No comments:

Post a Comment