Pages

Monday, October 13, 2014

საჯარო ლექცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში


,თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი,- ” აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა“ ლექცია გამართა თემაზე: „თავისუფლების და ეკონომიკური თავისუფლების როლი ეკონომიკურ პოლიტიკაში’’. ლექციების მიზანი სტუდენტებისათვის ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობების გაცნობა; ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა და კერძო საკუთრებაზე დამყარებული ეკონომიკური თავისუფლების აქტუალიზაციაა.

Thursday, October 9, 2014

9 ოქტომბერს 5 წელი შეგვისრულდა

დღეს 5 წელი შეუსრულდა ჩვენს ორგანიზაციას, ვულოცავ ყველა მის თანამშრომელს, დამფუძნებლებს, ყველას, ვისაც წვლილი შეუტანია ჩვენს გაზრდასა და განვითარებაში... თითოეული თქვენთაგანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გისურვებთ შემდეგ დაბადების დღეს უფრო დიდი კოლექტივით და რაც მთავარია, წარმატებით შევხვედროდით

ქართული მიწებით უცხოელების დაინტერესებას მხოლოდ ფასი განაპირობებს

რამდენიმე თვის წინათ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენის აკრძალვა გააუქმა, ფაქტობრივად, ერთნაირ რეგულირებაში მოექცნენ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. 

Wednesday, October 1, 2014

საჯარო ლექცია ქუთაისსა და ბათუმში

პროექტის " თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება" ფარგლებში საჯარო ლექცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახემწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტებში წარმატებით ჩატარდა. მონაწილეების ჩართლობით აღფრთოვანებულები ვართ, თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებთ!

„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები ჩვენს მოქალაქეებს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ“


ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი, ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანიმიიჩნევს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის 70%-იანი წილი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად უნდა განაწილდეს. ამით სახელმწიფო ხაზინა პირდაპირი სახით მიიღებს მოსაკრებელს, ასევე, მიიღებს ყველა საიჯარო გარიგებიდან დამატებით შემოსავალს გადასახადის სახით და, ამავდროულად, სახელმწიფო ხაზინაში შემოვა გაზრდილი ინვესტიციები. ყველაფერი ეს კი სოფლის განვითარებას და ეკონომიკურ აქტივობას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ For.ge რამაზ გერლიანს ესაუბრა.