Pages

Friday, December 13, 2013

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე და მემორანდუმის გაფორმება პარლამენტში

12 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, რომელთა შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „"ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი" და 150-მდე ორგანიზაცია, თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

აღნიშნული მემორანდუმით საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და საქართველოს პარლამენტმა თანამშრომლობის ახალ ტრადიცია დაამკვიდრეს: საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღეს საქართველოს პარლამენტში. იგი ყოველწლიურად გაიმართება და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაღრმავებას.

ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველ რიგში ხელი მოეწერა მემორანდუმს, ხოლო შემდეგ საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პარლამენტის წევრებმა, პლენარულ სხდომათა დარბაზში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარდგენილ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

აღნიშნულ დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პარლამენტარებთან ერთად ემსჯელათ ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემების, ამოცანების და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჯგუფმა შეიმუშავა მემორანდუმის ტექსტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინა.

პარალელურად ტექსტზე მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული პლატფორმის საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ქვეჯგუფში.

ერთობლივი მუშაობის შედეგად ტექსტი დაიხვეწა და შეჯერდა.

მემორანდუმთან მიერთების უფლება ჰქონდა საქართველოში მომუშავე ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებდა მემორანდუმის შინაარსს.

ღონისძიება „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა.

No comments:

Post a Comment