ინტერვიუ „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ხელმძღვანელ რამაზ გერლიანთან
– რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, ვაჭრობა უნდა იყოს უფრო მეტად თავისუფალი, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია ძირითადი რეგულაციების შემოღება. თქვენ რამდენად აუცილებლად მიიჩნევთ, რომ ევროპული სტანდარტები იქნას ვაჭრობაში შემოღებული იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია ევროპის ბაზრებზე უფრო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს? ამ მიმართულებით დღეს რა სიტუაცია გვაქვს?
– ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მიდის ამ მიმართულებით მუშაობა. ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ დავუახლოვდით იმ კონდიციას, როდესაც რეალური ხდება ჩვენი პროდუქციის ევროპის ბაზრებზე გასვლა. ამისთვის, რასაკვირველია, შესაბამისი სტანდარტიზაციაა საჭირო და მათი ევროპულთან დაახლოება. ჩვენ გვქონდა შეღავათები, რომელსაც მთლად ვერ ვიყენებდით იმიტომ, რომ არსებობდა ფორმალური ბარიერები. ეს ყველაფერი გვაძლევდა იმას, რომ დაახლოებით 7.200 საქონლიდან მხოლოდ 30 გადიოდა, თან არასაბოლოო სახით. ამ ნაწილში უნდა დავეთანხმოთ ბატონ ნარმანიას იმიტომ, რომ გარკვეულწილად თუ ორი მოთამაშე შედის თამაშის ველზე, ერთნაირი წესები უნდა გააჩნდეთ და ერთნაირად უნდა რეგულირდებოდეს მათ შორის ურთიერთობები. ამავდროულად არსებობს ის მთავარი ფაქტორი, რის შედეგადაც ჩვენთვის მომგებიანი იქნება და რომლის შემდეგაც შეიძლება ქვეყანა განვითარდეს, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ეს არის რესურსები, რომლებიც ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია, კერძო საკუთრება დაკნინებულია. აქედან გამომდინარე, ინვესტიციების თვალსაზრისით ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვაჭრობის მხრივ მიღებული შემოსავლები.
– თქვენ ახსენეთ სტანდარტიზაცია და ხარისხზე ზრუნვა. ეს რა პროცესებს გამოიწვევს ბაზარზე? ბიზნესმენებიც იძულებულნი გახდებიან, რომ სტანდარტებს და ხარისხს გადახედონ?
– იძულებულები არ გახდებიან, ეს ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა ამას შეიძლება იძულებაც დაერქვას. იმ სახით, რა სახითაც ჩვენ დღეს პროდუქცია გაგვაჩნია, ის ევროპულ ბაზარზე ვერ შევა. არა იმიტომ, რომ არ გვიშვებენ, არამედ იმიტომ, რომ თავს ვერ დაიმკვიდრებს.
– ეს ცვლილება ფასის ცვლილებას არ გამოიწვევს?
– როდესაც რაღაცას რაღაც ემატება, ეს ფასის ზრდას იწვევს. დღეს საქართველო განიცდის ინვესტიციების შიმშილს. პატარა ფულით ვერ ხერხდება იმ პროდუქციის გაკეთება, რაც საჭიროა. საფასო კონკურენციასაც კი ვერ სწევენ დღეს ჩვენი ბიზნესმენები. ამისთვის მნიშვნელოვანია ძირეული რეფორმის გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უპირატეს მდგომარეობაში ვერ ვიქნებით.
– ხედავთ მზადყოფნას ან ნაბიჯებს იმისათვის, რომ ეს ძირეული რეფორმა მომზადდეს და გატარდეს?
http://www.commersant.ge/index.php?page=news&id=7562
No comments:
Post a Comment