Pages

Wednesday, January 29, 2014

მმართველი გუნდი წელს 5%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ოპოზიცია კი 3-4%-ს ასახელებს

2014-01-10 16:21:29


გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავრობას ბიზნეს–გარემოს გაუმჯობესების კონკრეტული გეგმები ამ დრომდე არ დაუსახავს 

რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5

2014 წლის ეკონომიკურ პროგნოზებს „კომერსანტისთვის“ ექსპერტები, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები აკეთებენ. 
დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს 2014 წელს ეკონომიკური ზრდის  მოლოდინი რეალისტურად მიაჩნია და აცხადებს, რომ არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე ადვილი შესაძელებელია ეკონომიკის ზრდა დაგეგმილ 5%-იან მაჩვენებელს გადასცდეს. პაატა კვიჟინაძის თქმით, ამის თქმის საფუძველს გასული წლის დეკემბერში თითქმის 8%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იძლევა, რისი ტენდენციის გაგრძელება სავსებით რეალისტურია.

საპარლამენტო უმცირესობის ერთერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ 2013 წლის შედეგებიდან გამომდინარე წელს ეკონომიკის 3-4%-იან ზრდას უნდა ველოდოთ. მისი თქმით, მთავრობას ბიზნეს– გარემოს გაუმჯობესების კონკრეტული გეგმები ამ დრომდე არ დაუსახავს, არ გრძელდება გადასახადების კლების დინამიკა და მოუგვარებელია ეკონომიკურ დანაშაულთა დეკრიმინალიზაცია. 

ეკონომიკურ ექსპერტ რამაზ გერლიანის შეფასებით, წელს დაგეგმილ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გასვლა სახელმწიფოს მხრიდან სწორ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით,  ქვეყანაში კვლავ მოუგვარებელი რჩება საკუთრების საკითხი, რადგან საკუთრების აქტივები სახელმწიფოს ბალანსზეა. გერლიანი მთავრობის მხრიდან საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი აქტივების კერძო საკუთრებაში გადაცემის მომხრეა და აცხადებს, რომ კერძო სექტორში ინვესტირების ზრდა პირდაპირაა დამოკიდებული ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდაზე. 

No comments:

Post a Comment